logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავამ საავიაციო სექტორის წარმომადგენლებს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საქმეში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა
ნათია თურნავამ საავიაციო სექტორის წარმომადგენლებს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საქმეში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა
11:25 06.05.2020
მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორს, მის თითოეულ წარმომადგენელს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, სამუშაო ადგილებზე იმყოფებოდნენ და ასრულებდნენ ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეს. ასევე თანამშრომელთა გუნდს, რომლებიც დისტანციურად უძღვებოდნენ თავის საქმიანობას.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსმა მოულოდნელი გამოწვევების წინაშე დააყენა საავიაციო სექტორი, მასში შემავალმა თითოეულმა ორგანიზაციამ მაქსიმალურად სწრაფად შეძლო მთავრობის მიერ დადგენილი რეკომენდაციების დანერგვა და ამით თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ვირუსის გავრცელების პრევენციის საქმეში. ამით საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, რომელმაც დაუყოვნებლივი და ჯანდაცვის უწყებებთან კოორდინირებული ზომები მიიღო საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის თვალსაზრისით, რათა დროულად მომხდარიყო დაავადების გავრცელების პრევენცია ქვეყანაში.

„ტავ ჯორჯიამ“ და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ძალზე ოპერატიულად შეძლეს თერმოკამერების დამონტაჟება მგზავრთა თერმოსკრინინგის ჩასატარებლად თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში. რეგულარული მიმოსვლის შეზღუდვის პარალელურად, საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დაინიშნა და უკვე განხორციელდა ორმოცდაათამდე სარეპატრიაციო ფრენა, ასევე შეუფერხებლად სრულდება სატვირთო და ჰუმანიტარული რეისები, ტექნიკური დაშვებები, უცხო სახელმწიფოების სარეპატრიაციო ფრენები. აღნიშნული რეისების დაგეგმვის და ტექნიკური განხორციელების კუთხით ეფექტურად, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, საქაერონავიგაცია, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ავიაკომპანიები, აეროპორტები, მიწისზედა მომსახურების საწარმოები, საწვავგამმართველები, და სხვა ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალი. ფრენები სრულდება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების სრული დაცვით.

იმედს გამოვთქვამთ რომ ერთობლივი ძალისხმევით გავუმკლავდებით პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს და ავიაცია ეტაპობრივად დაუბრუნდება იმ პოზიტიურ ნიშნულს, რაც ჰქონდა კორონავირუსის გავრცელებამდე.

მადლობა კიდევ ერთხელ, გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა