logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: ახლა 6 მილიარდის სესხება არც გვჭირდება - ეს უბრალოდ უპასუხისმგებლობაა
ივანე მაჭავარიანი: ახლა 6 მილიარდის სესხება არც გვჭირდება - ეს უბრალოდ უპასუხისმგებლობაა
09:38 06.05.2020
ახლა 6 მილიარდის სესხება არც გვჭირდება - ეს უბრალოდ უპასუხისმგებლობაა, - აღნიშნა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა იმ განცხადების საპასუხოდ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი საერთაშორისო ავტორიტეტის გამოყენებით 6 მილიარდის მოძიება შეუძლია.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მთავარ აქცენტს აკეთებენ რამდენად სწორი ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკა აქვს ქვეყანას, რამდენად პასუხისმგებლიანად ხარჯავს აღებულ ვალს და თანმიმდევრულია თუ არა რეფორმების განხორციელების პროცესში.

„ყოველთვის ვცდილობ, არ გავაკეთო შეურაცხმყოფელი განცხადებები და არ შევიდე პოლიტიკურ ინსინუაციებში, მაგრამ განცხადებები იმის შესახებ, რომ საერთაშორისო ავტორიტეტის გამოყენებით 6 მილიარდის მოზიდვაა შესაძლებელი, არის სისულელე. ამ ადამიანებს რაღაც გამოცდილება რომ ჰქონდეთ, როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რა პარამეტრებია და როგორი დასაბუთებაა ამისთვის საჭირო, ეს განცხადება საერთოდ არაფერთან ახლოს არ დგას ... და მეორეც, არც გვჭირდება 6 მილიარდი ვინმემ სესხად რომ მოგვცეს, ეს უბრალოდ უპასუხისმგებლობაა. სად მიგვაქვს ეს სესხი? შვილებს ვუტოვებთ იმისთვის, რომ 3-5-7 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა აღარ განვითარდეს? რეიტინგი აღარ აეწიოს და მაღალრისკიან ქვეყნად ჩათვალონ? ამიტომ, უნდა ვიცოდეთ, რომ ვალის აღებაც უნდა იყოს ადეკვატური და პროპორციული იმისა, რა პრობლემასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, ამჟამად მოზიდული თანხები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთობლივი მუშაობისა და მოლაპარაკებების პროცესში მიღწეული შეთანხმების შედეგია.

„ჩვენ ერთობლივად ვიმსჯელეთ, რა არის ფინანსური დანაკლისი ბიუჯეტისთვის და რა არის საჭირო ეკონომიკის სტიმულირებისთვის. ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, რაც მალე დავძლევთ კრიზისს და ამის ყველა ნიშანია, მით უფრო მალე დაიწყება აღდგენა და მით მეტი თანხა მოხმარდება ეკონომიკის განვითარებას. სწორედ ესაა ჩვენი მიზანი, ამას ემსახურება დროებითი შეზღუდვებიც, რომლებიც ნელ-ნელა ყოველკვირეულად მოიხსნება. ასე რომ, საერთაშორისო ორგანიზაციები ნაცნობობით ფულს არ იძლევიან. ისინი აფასებენ, როგორ მიგყავს ეკონომიკური პოლიტიკა, რამდენად პასუხისმგებლიანი ხარ, სად ხარჯავ ამ ფულს. ასევე, ბევრი რეფორმა მათთანაა შეთანხებული ან დაფინანსების მიღების წინაპირობაა. მაგალითად, პენსიების ინდექსაციის საკითხი, რომელზედაც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, შეთანხმებული და მოთხოვნილი იყო საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. დამერწმუნეთ, 99 % გადაწყვეტულებებისა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში მიიღება გამომდინარე იქიდან, რამდენად ახორციელებს ქვეყანა ასეთ რეფორმებს,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა