logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
შემოსავლების სამსახურის უფროსმა მეწარმეებთან შეხვედრაზე ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებულ შეღავათებზე ისაუბრა
შემოსავლების სამსახურის უფროსმა მეწარმეებთან შეხვედრაზე ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებულ შეღავათებზე ისაუბრა
13:42 01.05.2020
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა და მომსახურების დეპარტმენტის უფროსმა ლევან დგებუაძემ, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

მხარეებმა ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული კომპენსაციებისა და საგადასახადო შეღავათების შესახებ ისაუბრეს და ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი ეკონომიკური პროექტები განიხილეს. შემოსავლების სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ საქართევლოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვისა და შემდგომ ეკონომიკის მხარდაჭერის მიზნით არის გადადგმული.

მისი თქმით, ამ კრიზისულ და პანდემიასთან ბრძოლის პირობებში მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს მიზნობრივი სოციალური დახმარება, ხოლო საშემოსავლო გადასახადის გადახდის სუბსიდირების კუთხით, მეწარმეებს მივცეთ შესაძლებლობა შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები.

,,ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებებია, რათა კრიზისის პირობებში, ჩვენმა მოქალაქეებმა შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები და შემოსავალი, ხოლო ბიზნესის მხარდაჭერა კი ქვეყნის განვითარების განმსაზღვრელი კომპონენტია, ""- აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ.

მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ლევან დგებუაძემ, შეხვედრის მონაწილეებს, კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის შესახებ მომზადებული ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა.

შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა