logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ჩვენი ნებისმიერი პროგრამის მიზანია დასაქმებულებს სამუშაო ადგილები შევუნარჩუნოთ
ნათია თურნავა: ჩვენი ნებისმიერი პროგრამის მიზანია დასაქმებულებს სამუშაო ადგილები შევუნარჩუნოთ
09:53 01.05.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ონლაინ შეხვედრა საქართველოს ბანკების ხელმძღვანელ პირებთან გამართა და მათთან ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულება - საკრედიტო - საგარანტიო სქემა განიხილა. მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად, აღნიშნული სქემის განსახორციელებლად განსაზღვრულია 300 მლნ ლარის გამოყოფა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საკრედიტო - საგარანტიო სქემა უაღრესად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მეწარმეების დახმარებისთვის. საბანკო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ეს და ბიზნესის სტიმულირების სხვა მიმართულებები ხელს შეუწყობს ქვეყანას, უფრო სწრაფად გამოვიდეს ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან.

„ჩვენ მზად ვართ, რომ ამ დღეებში მთავრობას წარვუდგინოთ ნორმატიული აქტის პროექტი, რომლითაც საკრედიტო - საგარანტიო სქემა განახლებული პარამეტრებით შევა ძალაში და შესაბამისად, ანტიკრიზისულ ბიუჯეტში აისახება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. მისი თქმით, დღეს აღნიშნული სქემის საჭიროება ძალიან მაღალია. „მის ასამოქმედებლად 300 მლნ ლარი იქნება გამოყოფილი, რაც პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ 2 მლრდ ლარზე მეტი სასესხო პორტფელი გაჯანსაღდება და მისი მიმღები ასობით მცირე და საშუალო ბიზნესი მათ წინაშე არსებულ ფინანსურ გამოწვევას უფრო მარტივად გაუმკლავდება,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, საკრედიტო საგარანტიო სქემის განახლებული მექანიზმი მოწოდებულია, ეკონომიკური კრიზისის პირობებში მცირე ბიზნესსა და საბანკო სექტორს შორის ერთგვარი ხიდის ფუნქცია შეასრულოს. „დღეს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა დიდი პრობლემაა. განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესებს უჭირთ საბრუნავი საშუალებები. შესაბამისად, საფრთხე ექმნებათ ასეთ კომპანიებში დასაქმებულებს. ჩვენი ნებისმიერი პროგრამისა და მექანიზმის მიზანი, საბოლოო ჯამში, დასაქმებულებისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნებაა. განახლებული ფორმატის საკრედიტო - საგარანტიო სქემა ყველა ამ გამოწვევას უპასუხებს - მცირე და საშუალო კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, მოახდინონ საბანკო სესხების რესტრუქტურიზება, ასევე მოიზიდონ კაპიტალი თავისი საჭიროებების, მათ შორის, დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების დასაფინანსებლად,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოში მოქმედი 15 ბანკის, ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელი პირები, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გია კაკაურიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკური საკითხებში ბექა ლილუაშვილი და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტრო განაგრძობს შეხვედრებს ბანკებთან განახლებული საკრედიტო - საგარანტიო სქემის დეტალების განხილვის მიზნით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა