logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: სარესტორნო დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებს დიდი ყურადღებით შევისწავლით და სამოქმედო გეგმაში ავსახავთ
ნათია თურნავა: სარესტორნო დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებს დიდი ყურადღებით შევისწავლით და სამოქმედო გეგმაში ავსახავთ
10:26 30.04.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელებთან ონლაინ შეხვედრა გამართა. აღნიშნული შეხვედრაზე განხილული იყო მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამა, ასევე ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ბიზნეს სექტორი ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დადგა. ონლაინ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და ირაკლი ნადარეიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

შეხვედრაზე ნათია თურნავამ სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მთავრობის ანტიკრიზისული სტიმულირების პროგრამის შესახებ, რომლის მიზანსაც სხვადასხვა ბიზნეს სექტორის ხელშეწყობა წარმოადგენს. მათ შორისაა, სარესტორნო ბიზნესი, რომელიც კორონავირუსის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში სარესტორნო ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დარგია. „ეს არის ჩვენი სიმდიდრე, მაგრამ დღეს ამ დარგს ძალიან გაუჭირდა. ჩვენ დიდი ყურადღებით შევისწავლით დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებს და მათ ჩვენს სამოქმედო გეგმაში ავსახავთ,“ - აღნიშნა მინისტრმა.

ონლაინ - შეხვედრაზე სარესტორნო სექტორის წარმომადგენლებმა დარგის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს, მათ შორის, ყურადღება გაამახვილეს კრიზისის გამო საბანკო დავალიანების წარმოქმნასა და მისი რესტრუქტურიზაციის შესახებ.

მინისტრის განცხადებით, რესტორატორთა წარმომადგენლებთან მისი პირველი შეხვედრისას გამოიკვეთა ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დარგი კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების შედეგად დადგა. მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა როგორც ანტიკრიზისულ, ასევე პოსტკრიზისული სტიმულირების მექანიზმების ამოქმედებაზე. ნათია თურნავას განცხადებით, დახმარების ის მოდელი, რომელიც მთავრობამ ტურისტულ სექტორს ჯერ კიდევ პანდემიამდე შესთავაზა, დღეს გადახედვას საჭიროებს, რადგან დარგის წინაშე არსებული ზარალი გაცილებით მასშტაბურია. მისი თქმით, დახმარება მოიცავს როგორც საშემოსავლო და ქონების გადასახადების გადავადებას, ასევე პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ბიზნესის სტიმულირების ახალი ინსტრუმენტების ამოქმედებას, როგორიცაა საკრედიტო - საგარანტიო სქემა, საბანკო პროცენტების თანადაფინანსება და სხვ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა