logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კობა გვენეტაძე სსფ-ის რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვის პრეზენტაციაში მიიღებს მონაწილეობას
კობა გვენეტაძე სსფ-ის რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვის პრეზენტაციაში მიიღებს მონაწილეობას
13:12 27.04.2020
28 აპრილს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე "სსფ-ის რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვა: კავკასია და ცენტრალური აზია", ონლაინ პრეზენტაციაში მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრას საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი ჯიჰად აზური გაუძღვება.

პრეზენტაციისას ყურადღება გამახვილდება იმ ეკონომიკურ ზიანზე, რაც კოვიდ 19-ისა და ნავთობის გლობალური ფასების მკვეთრი კლების შედეგად კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს მიადგათ. ასევე, საუბარი შეეხება მიმდინარე საკვანძო პრობლემებსა და ახალ გამოწვევებზე მსჯელობას, ამ მიმართულებით გრძელვადიან ცვლილებებს, რისკებსა და არსებულ შესაძლებლობებს. აღსანიშნავია, რომ სსფ მუშაობს სხვა საერთაშორისო და რეგიონულ საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად, რათა რეგიონის ქვეყნების სწრაფი დახმარება უზრუნველყოს. პრიორიტეტი ენიჭება პანდემიის გამოწვევებზე რეაგირებას, რაც გულისხმობს სამედიცინო სექტორისთვის დანახარჯების ზრდას, სამოგზაურო და სატრანსპორტო შეზღუდვებს, ფიზიკური დისტანცირების ზომებს და, სადაც შესაძლებელია, ფისკალურ დახმარებას მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორიც არიან უმუშევრები, მცირე და საშუალო ბიზნესები.

2020 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გადაიხედა და რეგიონის მასშტაბით დადებითი მაჩვენებლიდან ნულთან ახლოს ან უარყოფით მაჩვენებლამდე შემცირდა. ორივე ამ შოკის ხანგრძლივობის, სიღრმის და უარყოფით შედეგებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გაურკვევლობა არსებობს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაო ადგილებს, ფისკალურ და სავალუტო ბუფერებს, ვალის მდგრადობას, საფინანსო ინსტიტუტების სიჯანსაღეს, ბიზნეს გარემოს რეფორმების გაგრძელებას, რეგიონული ინტეგრაციასა და დივერსიფიკაციას.

დისკუსიაში კობა გვენეტაძესთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრის მმართველი, ყაზახეთის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ყაზახეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, კაირატ კელიმბეტოვი.

ონლაინ პრეზენტაცია, რომელიც თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება მიწვეული არიან საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ეროვნული ბანკის, დიპლომატიური კორპუსის, საეთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, ეკონომიკური კვლევითი ცენტრების, ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგნელები.

ფორმატიდან გამომდინარე, ღონისძიების ორგანიზატორები დაინტერესებულ მხარეებს აძლევენ შესაძლებლობას, შეკითხვები დაუსვან ჯიჰად აზურს, კობა გვენეტაძეს და კაირატ კელიმბეტოვს, ამისათვის მათ შეუძლიათ კითხვები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, 27 აპრილის 22:00 საათამდე (თბილისის დროით), გადაგზავნონ შემდეგ მისამართზე:

relnagar@imf.org;  mhorton@imf.org

სსფ-ის რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვის პრეზენტაცია პირდაპირ ეთერში გადაიცემა ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.imf.org, ასევე, გავრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის Facebook - ის გვერდზე - https://www.facebook.com/NationalBankofGeorgia/


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა