logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კოვზანაძე: ანტიკრიზისული პროგრამა ითვალისწინებს მდგომარეობის შემსუბუქებას იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ვირუსის გამო პრობლემა შეექმნა
ირაკლი კოვზანაძე: ანტიკრიზისული პროგრამა ითვალისწინებს მდგომარეობის შემსუბუქებას იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ვირუსის გამო პრობლემა შეექმნა
13:09 25.04.2020
„ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ბიუჯეტში დანაკლისებია, განსაკუთრებით, საგადასახადო ნაწილში. წლის ბოლომდე შემოსავლების მნიშვნელოვანი კლება იქნება. ეს უკვე აპრილში ჩანს, მაისში კიდევ უფრო რთული მდგომარეობა გვექნება. დანაკლისი დაახლოებით, 2-2, 5 მლრდ ლარამდე გვექნება“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ ტვ „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, 2020 წლის განმავლობაში ქვეყანას მოუწევს მკაცრი ეკონომიიის პირობებში ცხოვრება. მისივე განმარტებით, სწორად აქედან გამომდინარეა, რომ ანტიკრიზისული პროგრამა, რომელიც დღეს იყო წარმოდგენილი, ითვალისწინებს მოქალაქეებისათვის ახლად წარმოქმნილი პრობლემების შემსუბუქებას.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, ანტიკრიზისული პროგრამა წარმოდგენილი იყო იმ დროს, როდესაც გაირკვა იმ თანხების მოცულობა და დიზაინი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მიღწეული შეთანხებებით. „ვიცით, რომ ჩვენ 1,5 მლრდ დოლარი მივიღებთ საჯარო ნაწილისთვის, რაც ბიუჯეტისა და ცენტრალური ბანკის რეზერვებისკენ მიიმართება, მეორე 1, 5 მლრდ დოლარი არის კოროპორატიული სექტორისთვის. ამ თანხებმა საშუალება მოგვცა, რომ დავაბალანსოთ ბიუჯეტში არსებული დანაკლისები და ჩამოგვეყალიბებინა ეს პროგრამა, რომლის პრეზენტაციაც დღეს მოხდა“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, ის, რომ ორი ფრონტოფისი - ფინანსთა სამინისტრო და ცენტრალური ბანკი კრიზისს მომზადებული დახვდა, ეს შედეგია სწორი საზედამხედველო და მაკროეკონომიკური პოლიტიკის. მისივე შეფასებით, ინსტიტუციურად პარლამენტმა და მთავრობამ ერთად სწორად იმუშავა. „ყველა კომპონენტი, განსაკუთრებით, კაპიტალის ბუფერები კომერციული ბანკისათვის, ლიკვიდურობის კოეფიციენტები და გადახდისუნარიანობა დღეს არის ისეთი, როგორიც გვჭირდება, მაგრამ ლიკვიდურობა არის მთავარი ფაქტორი, რომელიც ყოველდღიურ კონტროლს საჭიროებს და ამ პროგრამაში არის დამატებით 600 მილიონიანი კომპონენტი კომერციული ბანკებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, ანტიკრიზისული პროგრამა ითვალისწინებს მდგომარეობის შემსუბუქებას იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ვირუსის გამო პრობლემა შეექმნა და ის ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ ფართო ფენებს მოიცავს, ასევე კომპანიებისთვის, რომლებიც სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებენ. მისივე ინფორმაციით, პროგრამაში ასევე არის რამდენიმე პუნქტი სოფლის მეურნეობასთან დაკავშრებით და გარკვეული საგარანტიო მექანიზმები. „დღეს ეკონომიკა არის კონსერვაციის პირობებში. ჩვენ დაგვჭირდება საკმაოდ მნიშვნელოვანი პაკეტის მომზადება, თუ როგორ უნდა მოხდეს ეკონომიკის რეაბილიტაცია და, აქედან გამომდინარე, როგორი იქნება წახალისების მექანიზმები“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. მისი თქმით, ბიზნესის მხარდაჭერისთვის ისევ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დახმარება იქნება საჭირო.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა