logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: მთავრობამ გაუწია ექსტრემალური, სასწრაფო დახმარება მოქალაქეებს და ეკონომიკის იმ დარგებს, რომლებმაც პირველი დარტყმა მიიღეს
გიორგი გახარია: მთავრობამ გაუწია ექსტრემალური, სასწრაფო დახმარება მოქალაქეებს და ეკონომიკის იმ დარგებს, რომლებმაც პირველი დარტყმა მიიღეს
09:41 25.04.2020
სწრაფი დახმარების კონტექსტში, მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ავტოიმპორტიორებისათვის საბაჟო გადასახადის გადავადება. ჩვენ სწრაფად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, 50 მლნ-იანი პაკეტი იყო და დღეის მდგომარეობით 38 000-მა იმპორტიორმა ისარგებლა ამ შეღავათით. ასევე, საბანკო სექტორთან თანამშრომლობით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება იურიდიული პირებისთვის სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ, რომლითაც, დღეის მდგომარეობით, ისარგებლა 7 000-მა იურიდიულმა პირმა. ესაა უკიდურესად მნიშვნელოვანი. ესენია ის კომპანიები, რომელთაც ყოველდღიური შემოსავალი დაეკარგათ მოკლევადიან პერიოდში და აბსოლუტურად მოულოდნელად,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის სახელმწიფომ დააზღვია სამშენებლო მასალების ფასის ზრდა 200 მლნ ლარის ოდენობით.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ძალა გახლავთ ინფრასტრუქტურული პროექტები და მათაც შეექმნათ რისკი ფასების დაზღვევის, რაც მთავრობამ განიხილა და მივიღეთ გადაწყვეტილება 200 მლნ ლარის ოდენობით ინფრასტრუქტურულ პროექტებს დავუზღვიოთ ფასთა შორის სხვაობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს, როგორც მიმდინარე პროექტებზე, ისე სატენდეროდ გამოტანილი პროექტებისთვის, რათა ქვეყნის ეკონომიკა არ შეჩერდეს და სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ იქ, სადაც ამას ჩვენთვის კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს, ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე,“- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ეს ყველაფერი იყო ის ძირითადი, ექსტრემალური სასწრაფო დახმარება, რომელიც მთავრობამ გაუწია მოქალაქეებს სოციალურად და მიზნობრივად და, ასევე, ეკონომიკის იმ დარგებს, რომლებმაც პირველი დარტყმა მიიღეს, მათ შორის ტურიზმს. მისივე თქმით, მთავრობა ეცადა, ინფრასტრუქტურული პროექტები არ გაჩერებულიყო.

„შემდეგ ჩვენ გვქონდა გარკვეული პაუზა, რომ დონორებთან ერთად შეგვეფასებინა არსებული ვითარება და მიგვეღო კრიზისული ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლები, რამაც აჩვენა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა იქნება -4%, რომ ბიუჯეტი შემოსავლების სახით დაკარგავს 1,8 მილიარდ ლარს, რა თქმა უნდა სწრაფად მივიღეთ გადაწყვეტილება მიმდინარე ხარჯების შემცირების თაობაზე და ამან ჩვენ მოგვცა დაახლოებით 300 მილიონი ლარი, თუმცა ასევე გასათვალისწინებელი იყო, რომ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს ემატებოდა როგორც სოციალური, ეკონომიკური მხარდაჭერის კომპონენტები, ასევე Covid-19-თან გამკლავების, მართვის სამედიცინო ხარჯები და შესაბამისად, ბიუჯეტის დასაბალანსებლად, აშკარა გახდა, რომ ჩვენ გვაკლია 3,9 მილიარდი ლარი. უკვე გვქონდა ჩვენ გარკვეული სამოქმედო გეგმა, რომ დაგვეწყო მუშაობა, როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე დონორებთან,”- განაცხადა პრემიერმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა