კომპანია „რომპეტროლის“ ყველაზე პოპულარული პროდუქტი „ეფიქსის“ საწვავი ქართველი მომხმარებლის წინაშე ახალი სარეკლამო კონცეფციით წარსდგა.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანიიდან აცნობეს, „ეფიქსი“ - საწვავი, რომელიც ძრავს იცავს“, კომპანიამ 20 ქვეყნის მომხმარებელს, მომხიბლავი დიასახლისების სახით წარუდგინა.
მენეჯმენტის ინფორმაციით, „ეფიქსი“-ს სარეკლამო კლიპში ახალგაზრდა დიასახლისი გოგონები, სარეკლამო კონცეფციის შემქმნელებმა სწორედ იმ ეფექტის გამოსახატად აირჩიეს, რასაც სინამდვილეში საწვავი „ეფიქსი“ მანქანის ძრავზე ახდენს.
ამასთანავე, კომპანიაში განმარტავენ, რომ სპეციალურად ქართველი მომხმარებლისთვის ვებ-გვერდი www.efix.ge შეიქმნა, სადაც ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს დეტალური ინფორმაცია მიიღოს „ეფიქს“-ის საწვავის უპირატესობებისა და თვისებების შესახებ.
„ეფიქსი“ „რომპეტროლმა“ ქართულ ბაზარზე 2009 წელს შემოიტანა. კომპანიაში განმარტავენ, რომ საწვავი ისეთი დანამატებისა და აქტიური კომპონენტებისგან შედგება, რომლებიც სარქველებსა და ინჯექტორებს ასუფთავებენ, იცავენ ძრავას ნამწვისა და კოროზიისაგან. „ეფიქსი“ ძრავის ფუნქციონირებას 13%-ით აძლიერებს, საშუალოდ 43%-ით ამცირებს ნამწვს სარქველებსა და ცილინდრებზე, 3%-ით ამცირებს საწვავის მოხმარებას.
ტრანსნაციონალური კომპანია „რომპეტროლი” ქართულ ბაზარზე შვიდი წელია ოპერირებს და ქვეყნის ნავთობბაზარზე ევროსტანდარტის საწვავის უმსხვილეს მომწოდებელს წარმოადგენს. „რომპეტროლ ჯგუფის” მთავარი ოფისი ამსტერდამში მდებარეობს და მსოფლიოს 20 ქვეყანაში 50–მდე კომპანიას აერთიანებს.

















