logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საბანკო სექტორმა, მარტის მდგომარეობით, 1.2 მილიარდი ლარის სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი შექმნა
საბანკო სექტორმა, მარტის მდგომარეობით, 1.2 მილიარდი ლარის სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი შექმნა
13:31 23.04.2020
საბანკო სექტორის პირველი კვარტლის საოპერაციო მოგებამ 386 მილიონი ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წმინდა მოგება ნეგატიურია და მინუს 747 მილიონ ლარს შეადგენს, რაც მთლიანი აქტივების მხოლოდ 1.5%-ია. ეს, ძირითადად, COVID-19-დან გამოწვეული ნეგატიური მოლოდინებისათვის რეზერვის შექმნით არის განპირობებული. კერძოდ, საბანკო სექტორმა, მარტის მდგომარეობით, 1.2 მილიარდი ლარის სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი შექმნა და ეს რიცხვი წარმოადგენს მხოლოდ პოტენციურ (და არა რეალიზებულ) დანაკარგს. თავად რეზერვი კი, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ დანაკარგს ფაქტობრივად ექნება ადგილი, ბანკებს მომავალში საშუალებას მისცემს, თავიდან აირიდოს ფინანსური მდგრადობის რისკები.

წინა პერიოდებში საბანკო სექტორი მომგებიანი იყო. 2019 წელს ინდუსტრიის საშუალო წლიურმა მოგებამ (ROE) 20% შეადგინა, რამაც ბანკებს საშუალება მისცა კაპიტალის ადეკვატურობის ფარდობა (CAR) მაღალ დონეზე აეყვანათ. ამასთანავე, ეროვნული ბანკი ბანკებს უწესებდა დამატებითი კაპიტალის მოთხოვნებს, რამაც ინდუსტრიაში საკმაოდ დიდი კაპიტალის ბუფერი შექმნა, სწორედ მსგავსი სტრესული სიტუაციის გასამკლავებლად.

ამავე დროს, ეროვნულმა ბანკმა ჯერ კიდევ მარტში ბანკებს 1.6 მილიარდის კაპიტალი გამოუთავისუფლა და გამოთქვა მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში, კაპიტალის დამატებით გამოთავისუფლებაზე. ამ გამოთავისუფლებული კაპიტალის გარდაც, არსებობს გაცილებით მეტი რეზერვი, რომელიც ბანკებს საშუალებას მისცემს მოვლენების უფრო ნეგატიურ განვითარებასაც გაუმკლავდნენ.

ამასთან, ბოლო წლების განმავლობაში საბანკო სექტორის ყოველწლიური საშუალო მოგება 900 მილიონ ლარს შეადგენდა, 2020 წელს მხოლოდ პირველი 3 თვის საოპერაციო მოგება 386 მილიონი ლარია. გაზრდილი საკრედიტო დანაკარგების გამო, წელს ბანკების წმინდა მოგება, შესაძლოა, ნეგატიური იყოს. თუმცა აღნიშნული სოლიდური საოპერაციო შემოსავლების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ პანდემიის გადავლის შემდეგ ბანკები მომგებიანობას მალევე აღიდგენენ.

მნიშვნელოვანია, რომ კომერციული ბანკის ფინანსური ანგარიშგება მუდმივად სამართლიანად ასახავდეს ბანკის რეალურ ფინანსურ მდგომარეობას. მათ შორის, ყურადღების განსაკუთრებული გამახვილება ხდება აქტივების ხარისხის კუთხით. გამჭვირვალობის თვალსაზრისით, ქართული საბანკო სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა და ყველა დაინტერესებულ მხარეს აქვს შესაძლებლობა, რომ ბანკების შესახებ მიიღონ მნიშვნელოვანი და დროული ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, საბანკო სექტორი ხშირად ხდებოდა არასამართლიანი კრიტიკის ობიექტი (ე.წ მაღალი მომგებიანობა), მაშინ როდესაც სხვა ეკონომიკური სუბიექტები ვერ უზრუნველყოფენ მაღალი დონის გამჭვირვალობას და, ამდენად, კრიტიკასაც არიდებენ თავს.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის გონივრული საზედამხედველო პოლიტიკის გატარების შედეგად, მიმდინარე წელს პოტენციური ზარალების გასანეიტრალებლად საკმაოდ დიდი ბუფერები არსებობს და საბანკო სექტორის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა