logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თიბისიმ უზბეკეთში საბანკო საქმიანობის ლიცენზია მიიღო
თიბისიმ უზბეკეთში საბანკო საქმიანობის ლიცენზია მიიღო
11:07 21.04.2020
თიბისიმ უზბეკეთის ცენტრალური ბანკისგან ლიცენზია მიიღო და 2020 წლის ივნისიდან უკვე დაიწყებს საბანკო საქმიანობას უზბეკეთში.

თიბისის სტრატეგიაა უზბეკეთში თანამედროვე საბანკო ეკოსისტემის განვითარება როგორც საცალო, ისე მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. მთავარი აქცენტი ციფრულ არხებზე და პარტნიორობაზე დაფუძნებულ დისტრიბუციებზე გაკეთდება.

ამჟამინდელი საოპერაციო გარემოსა და გლობალური პანდემიის გავლენის გათვალისწინებით, თიბისიმ კიდევ უფრო გააუმჯობესადა მეტად ციფრული გახადა ბიზნესის მოდელი. დამატებითი აქცენტი გაკეთდება ეფექტურ, ნაკლები ინფრასტრუქტურისა და ხარჯების საჭიროების მქონე პროდუქტებსა და არხებზე.

პირველ ეტაპზე თიბისი უზბეკეთის მოსახლეობას შემდეგ მომსახურებებს შესთავაზებს:

• მიმდინარე და შემნახველი ანგარიშები გახსნა;
• სახელფასო და ავტოსესხები;
• ბარათები, მობილური აპლიკაცია და ანგარიშსწორების შესაძლებლობა, მათ შორის, P2P ოპერაციები, ფულადი გზავნილები და კომუნალური გადასახადები.

პარალელურად თიბისი ჯგუფი აქტიურად მუშაობს გადახდების სისტემის განვითარებაზე უზბეკეთში ახლადშეძენილი შვილობილი კომპანიის Payme-ის მეშვეობით, რომელიც წამყვანი კომპანიაა გადახდების მხრივ 2 მილიონამდე აქტიური მომხმარებლით. Paymeაქტიურად ითანამშრომლებს თიბისი ბანკთანუზბეკეთში.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენი ძალისხმევის შედეგად მოვიპოვეთ ლიცენზია, რომ საბანკო ოპერაციები დავიწყოთ უზბეკეთში. მადლობა მინდა გადავუხადო უზბეკეთის ხელისუფლებას მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. ეს არის თიბისი ბანკის ჯგუფის ისტორიის ახალი თავი და მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს გვიხსნის რეგიონში შემდგომი განვითარებისთვის,“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

თიბისი უზბეკეთს გამოცდილი მენეჯმენტის საბჭო მართავს, რომელსაც ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი სანდრო რთველაძე. იგი მანამდე იყო საცალო საბანკო მიმართულების ხელმძღვანელი Bayport Financial Services-ში, ხოლო მანამდე იკავებდა საქართველოში ლიბერთი ბანკის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციას.

„მოხარული ვარ, რომ შემოვუერთდი თიბისი უზბეკეთის გამოცდილ გუნდსდამსურს მადლობა გადავუხადო უზბეკეთის ცენტრალურ ბანკს ჩვენი გეგმების უმოკლეს ვადებში განხორციელებისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის. მცირე ფიზიკური ინფრასტრუქტურის საჭიროების მქონე ბიზნეს მოდელი და უზბეკეთში ჩვენი გრძელვადიანი მიზნები, სწორ საწყისს გვაძლევს ჩვენიმისწრაფებების მისაღწევად,“ - სანდრო რთველაძე, თიბისი უზბეკეთის აღმასრულებელი დირექტორი.

თიბისი ბანკის ჯგუფმა უკვე განახორციელა 12,6 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციათიბისი უზბეკეთის კაპიტალში და 2020 წლის ბოლომდე აპირებს დამატებით კიდევ 9,4 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას.

2020 წლის ბიზნესგეგმის განსახორციელებლადდარჩენილ 20 მლნ დოლარს კი, სავარაუდოდ, თიბისის პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ადგილობრივი პარტნიორი უზბეკ-ომანის საინვესტიციო კომპანია (Uzbek-Oman Investment Company) დააფინანსებენ.

თიბისი ბანკის ჯგუფიკი, კვლავ რჩება უმსხვილეს აქციონერად თიბისი უზბეკეთში - 51% პროცენტით.

თიბისი ჯგუფისთვის უზბეკეთის მზარდი ბაზარი 33 მილიონი მოსახელობით ძალიან მიმზიდველი და მნიშვნელოვანია. მოსამზადებელი სამუშაოები თიბისიმ უზბეკეთის ბაზარზე შესასვლელად 2019 წლიდან დაიწყო, დაარსა საპილოტე ფილიალი ტაშკენტში და ჩამოაყალიბა მენეჯმენტის ძირითადი გუნდი. თიბისიმ უზბეკეთის ეროვნული ბანკისგან წინასწარი ლიცენზია 2020 წლის იანვარში მიიღო.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა