logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ვმუშაობთ კვლევასა და სტრატეგიაზე, რომლის მიხედვით საკუთარ წარმოებას კიდევ უფრო შევუწყობთ ხელს
ნათია თურნავა: ვმუშაობთ კვლევასა და სტრატეგიაზე, რომლის მიხედვით საკუთარ წარმოებას კიდევ უფრო შევუწყობთ ხელს
15:53 20.04.2020
ეკონომიკის სამინისტრო, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ გუნდთან ერთად მუშაობს სპეციალურ კვლევაზე, რომ უახლოეს პერიოდში გამოიყოს ის დარგები და წარმოებები, რომლებიც პერსპექტიულია იმპორტის ჩანაცვლების თვალსაზრისით და საჭიროებენ მხარდაჭერას და განვითარებას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, კვლევაში ჩართულია საკონსულტაციო კომპანია „გალტ ენდ ტაგარტი,“ რომლის წარმომადგენლებთან დღეს ეკონომიკის მინისტრმა ვიდეოკონფერენცია გამართა.

„კორონავირუსის გლობალურმა გამოწვევამ ნათლად დაანახა მსოფლიოს, რომ უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს საკუთარ წარმოებასა და საკუთარი ბაზრების უზრუნველყოფაზე კრიტიკული, მნიშვნელოვანი პროდუქციით. ამ თვალსაზრისით არც საქართველოა გამონაკლისი - ჩვენ დავალება გვაქვს და ვმუშაობთ სპეციალურ კვლევაზე, რომ უახლოეს პერიოდში გამოვყოთ ის დარგები და ის წარმოებები, რომლებიც საჭიროებენ მხარდაჭერას, განვითარებას და რომლებიც პერსპექტიულია იმპორტთან კონკურენციის თვალსაზრისით," - აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას შეფასებით, ამის შესაძლებლობები არსებობს როგორც სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელ სექტორში, კვების ინდუსტრიაში, ასევე სხვა სამრეწველო პროდუქციის წარმოების თვალსაზრისით, მათ შორის არის საშენ მასალათა წარმოების განვითარება, ასევე ბევრი სხვა მიმართულება, მათ შორის ელექტროტექნიკის წარმოებაის განვითარება, წიაღისეულის გადამუშავება და ა. შ.

„ჩვენ ამ სექტორებს უფრო მეტად უნდა განუვითაროთ საკუთარი წარმოება და უფრო მეტად მოვამარაგოთ საკუთარი ბაზარი, რომ დავაკმაყოფილოთ მოთხოვნა ადგილზე წარმოებული პროდუქციით. ძალიან მალე გვექნება ნათელი კვლევა და სტრატეგია, რომლის მიხედვითაც საკუთარ წარმოებას შევუწყობთ ხელს და შევამცირებთ იმპორტზე დამოკიდებულებას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

როგორც Galt & Taggart-ის მმართველი დირექტორი, ოთარ შარიქაძე აღნიშნავს, კომპანია ეკონომიკის სამინისტროს თხოვნით მუშაობს საქართველოს ეკონომიკის წარმოების პოტენციალის შეფასებაზე ორი ძირითადი მიმართულებით. „ჩვენ, ერთი მხრივ, ვაფასებთ საიმპორტო კალათას იმ კატეგორიებით, რომლის ჩანაცვლებაც შეგვიძლია და რისი პოტენციალიც, ქვეყანას რეალურად აქვს, ხოლო მეორე მხრივ, საუბარი შეეხება იმ დარგებს, რომლებიც არიან სამომავლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მომზიდველი და რომლებიც უფრო და უფრო მოერგებიან იმ ახალ რეალობას, რაც პოსტკრიზისულ ეტაპზე გვექნება“ - განაცხადა ოთარ შარიქაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა