ავიაკომპანია "აირზენაში" ფინანსური პრობლემების არსებობას ადასტურებენ.
როგორც "ნიუსპრესს" აირზენას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, კომპანიამ პარიზის მიმართულებით ფრენები მაისამდე შეწყვიტა, ხოლო ამსტერდამის მიმართულებით ფრენების რაოდენობა შეამცირა. გიორგობიანის განცხადებით, ფრენების სიხშირეების შემცირება სეზონური ფაქტორით შეიძლება აიხსნას, თუმცა მისივე თქმით, " წელს ეს პრობლემა ცოტა უფრო მწვავედ დგას".
"ამსტერდამის მიმართულებით ფრენები კვირაში სამის ნაცვლად ერთხელ შესრულდება. ამის მიზეზი მგზავრთა ნაკადის შემცირებაა. კომპანიაში არსებული ფინანსური პრობლემებიც აქედან გამომდინარეობს" - აღნიშნა გიორგობიანმა.
შეგახასენებთ, რომ "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა ნიკა ლალიაშვილმა პარლამენტში 28 თებერვალს პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ავიაკომპანია "აირზენა" ყველა მიმართულებით წყვეტს ფრენებს.

















