„საქართველოს ბანკი“ ახალი თაობის პლასტიკური ბარათების გამოშვებას იწყებს. ბარათის პრეზენტაცია დღეს ბანკის სათაო ოფისში გაიმართება, სადაც მედიას ახალი
ბარათის შესახებ დეტალურ ინფორმაციას „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი ირკალი გილაური წარუდგენს.
პრესკონფერენციის ფარგლებში, ჟურნალისტები ბარათის შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნობიან.

















