logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ვმუშაობთ ისეთი სპეციალური მექანიზმების დასანერგად, რომელიც ახალგადმოტანილ და ახალწარმოქმნილ ბიზნესებს დაეხმარება საქართველოს ბაზარზე შემოსვლაში
ნათია თურნავა: ვმუშაობთ ისეთი სპეციალური მექანიზმების დასანერგად, რომელიც ახალგადმოტანილ და ახალწარმოქმნილ ბიზნესებს დაეხმარება საქართველოს ბაზარზე შემოსვლაში
13:27 14.04.2020
„ჩვენ ვართ მთავრობა, რომელიც ახლანდელ პრობლემას ვუყურებთ არა მხოლოდ როგორც გამოწვევას, არამედ როგორც სამომავლო შესაძლებლობას. არ არსებობს გამოწვევა, რომელიც სწორად დანახვის შემთხვევაში, არ შეგიძლია აქციო შესაძლებლობად,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემაში "ბიზნეს პარტნიორი" სტუმრობისას. მისი თქმით, ბევრი საერთაშორისო კომპანია პოსტკოვიდურ პერიოდში ალტერნატიული ინდუსტრიული თუ ბიზნესპლატფორმის მოძიებას დაიწყებს.

„კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე, საქართველო ბევრი მაჩვენებლით გამორჩეული ქვეყანა იყო. მათ შორის, საქართველო მე-7 პოზიციაზეა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგის თანახმად. გარდა ამისა, ქვეყანას აქვს გამჭვირვალე ბიზნესგარემო და ამით ძალიან მიმზიდველია პოტენციური ინვესტორებისთვის. გარდა ამისა, საერთაშორისო რეიტინგებით გვიკავია მესამე პოზიცია გადასახადების სიმარტივით კუთხით და ა.შ,“ - განაცხადა მინისტრმა.

ამავე დროს, ნათია თურნავას განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ისეთი სპეციალური მექანიზმების დასანერგად, რომელიც ახალგადმოტანილ და ახალწარმოქმნილ ბიზნესებს დაეხმარება, რომ საქართველოს ბაზარზე შემოვიდნენ.

„ეს იქნება აპრობირებული მოსაზრება, რომელიც იქნება მხარდაჭერილი დონორების მხრიდან. გარდა ამისა, ჩვენ უნდა წარმოვაჩინოთ, რომ ვეძებთ ისეთ დარგებს, სადაც ჩვენივე საკუთარი რესურსებით შეიძლება გავზარდოთ წარმოება და ბაზარზე იმპორტს შევუქმნათ კონკურენცია. ამავე დროს, საკუთარი წარმოების განვითარება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის საექსპორტო წარმოების განვითარების ანტიპოდი. პირიქით, ჩვენი ბაზარი არ არის დიდი და იმისთვის, რომ შენი საკუთარი წარმოება აქციო კონკურენტუნარიანად, ის ორიენტირებული უნდა იყოს არა მხოლოდ შენს ბაზარზე, არამედ საექსპორტო ბაზარზე. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს გამოყენებული სამრეწველო პლატფორმად, სადაც მოხდება პროდუქციის წარმოება როგორც ადგილობრივი, ასევე შემოტანილი ნედლეულით. გარდა ამისა, გვინდა, მრეწველობის გარდა, მომსახურების ჰაბიც გავხდეთ. ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა,“ - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავამ ასევე ყურადღება გაამახვილა სტარტაპებზე. მისი თქმით, კორონავირუსმა ამ მიმართულებასაც მისცა განსაკუთრებული განვითარების სტიმულ. „ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი ქვეყანა ასევე გახდება ასეთი ბიზნესების წარმოჩენისა და განვითარების ქვეყანა,“ - განაცხადა მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა