logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რომან კაკულია: ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება რესურსების განაწილება იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და მისაღები საზოგადოებისათვის
რომან კაკულია: ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება რესურსების განაწილება იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და მისაღები საზოგადოებისათვის
19:36 13.04.2020
ხელისუფლება მთლიანად, მათ შორის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი გახდება პასუხისმგებელი იმაზე, რომ რესურსების განაწილება იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და მაქსიმალურად ლოგიკური, საზოგადოების დიდი ნაწილისათვის გასაგები - ამ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ ჩვენ და ამ პრინციპით წარმოდგება ის გეგმა, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება განსახილველად წარმოდგენილი - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, სადაც აქცენტები გააკეთა კომიტეტის მიერ სამომავლოდ განსახილველ საკითხებზე მსოფლიოში კორონა-ვირუსის გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით.

„მოკლედ ვიტყვი, რას ეფუძნება სამომავლოდ ჩვენი ხედვა კომიტეტის პერსპექტივიდან, რა თქმა უნდა, როგორც ბატონმა არჩილმა თქვა, ყველა რეკომენდაცია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით გაკეთდა ეკონომიკასთან დაკავშირებით და იყო ხოლმე ჩამოთვლილი ის ძირითადი მიმართულებები, რაზეც უნდა კონცენტრირდეს მსოფლიო, ბოლოს მთავრდებოდა ასეთი შეგონებით, რომ არ დაგავიწყდეთ, გამომწვევი ამ ყველაფრის არის კორონა ვირუსი, ანუ ის არის ნომერ ერთი პრობლემა. ცხადია, ჩვენ როდესაც დღევანდელ მოცემულობებზე ვსაუბრობთ, ეკონომიკის კომიტეტი ამ პერიოდში იყო იმ რეჟიმში, რომელშიც უნდა ყოფილიყო - ჩვენ ველოდებით იმ მთავარ ციფრს, რომლის გარეშეც რეაბილიტაციის პროგრამაზე, რომელზეც ვსაუბრობთ, ჩვენ ღიად ვერ ვისაუბრებთ, რადგან აქ არ შეიძლება ერთი აუწონავი ნაბიჯი იქნას გადადგმული. ამ ციფრში საგარეო დახმარებას მნიშვნელოვანი ნიშა უჭირავს“, - განაცხადა რონამ კაკულიამ.

მისი თქმით, ყველა იძახის, რომ მთავარია ბალანსის დაჭერა და ყველას უნდა ახსოვდეს, რომ სწორედ მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას ამ ბალანსზე.

„ჩვენ მოვისმენთ ყველა იდეას და როგორც პასუხისმგებელი საზოგადოების წინაშე, ამ ბალანსს შემდეგ, თანხის განაწილება 10-დან 7 სამზე იყოს თუ სხვა, ბიზნესის შემდგომი რეაბილიტაციისთვის და სოციალური მხარდაჭერისათვის, ეს ჩვენი გათვლის თემაა და ჩვენ ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას. ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და ოქტომბერში, არჩევნებზე, რომელიც იმედია თავის დროზე ჩატარდება, საზოგადოება შეაფასებს შემდეგ. გადაწყვეტილება რომ ჩვენი მისაღებია, ამას მივმართავ იმ ადამიანებს, რომლებიც მოწოდებით პოპულისტები არც არიან, მაგრამ შემოგვთავაზებენ პრობლემას, რომელსაც რეალურად ხედავენ. არავინ არასოდეს ვეღარ იტყვის უარს სიტყვაზე რომელსაც კონკურენტული უპირატესობა ჰქვია. თუმცა ამასთანავე ყველასთვის ნათელი ხდება, რომ ქვეყნის თვითუზრუნველყოფის თემაც გახდა აქტუალური. ამიტომ ამ ორი მოცემულობის შეფასება ერთმანეთთან, აქედან საერთო არითმეტიკულის გამოყვანაც არის ჩვენი ვალდებულება და ჩვენ ამას წარმატებით გავაკეთებთ, ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ის ფორმატი, რომელსაც კომიტეტში უფრო გავაფართოვებთ მას შემდეგ, როგორც კი გამოჩნდება ციფრი, რომელიც განკუთვნილი იქნება რეაბილიტაციის ნაწილისთვის, ჩვენ გაცილებით აქტიურად ჩავერთვებით ამ თემაში“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, დღეს, როდესაც ლაპარაკობენ, როგორი იქნება კორონას შემდეგ მსოფლიო, ყველა ამბობს ერთ რამეს - აღარ იარსებებს ამ ქვეყანაზე ადამიანი, რომელიც იქნება გულგრილი რესურსების განაწილების პრინციპებისადმი: „ამიტომ ჩვენი მთავრობისაც და ყველა სხვა მთავრობის პასუხისმგებლობა გახდება რესურსების განაწილება იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და მაქსიმალურად ლოგიკური საზოგადოების დიდი ნაწილისათვის გასაგები - ამ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ ჩვენ და ამ პრინციპით წარმოდგება ის გეგმა რომელიც უახლოეს მომავალში იქნება ჩვენთან განსახილველი“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა