logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: პირბადეების პროგრამა ბაზრის გაჯერებამდე გაგრძელდება
ნათია თურნავა: პირბადეების პროგრამა ბაზრის გაჯერებამდე გაგრძელდება
14:56 10.04.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს დეტალურად ისაუბრა პირბადეების თვითღირებულების შესახებ. მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა განაცხადა, რომ ერთეული პირბადის დამზადება საშუალოდ, 1 ლარი და 8 თეთრი ჯდება.
მინისტრის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო, სხვა ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური მისიების დახმარებით, სამედიცინო დოლბანდს, რომელიც პირბადეებისთვის საჭირო ნედლეულია, კომერციულ ფასად ყიდულობს.
"დღეს სამედიცინო დოლბანდი არის სტრატეგიული პროდუქტი და ბევრმა ქვეყანამ აკრძალა ან შეზღუდა მისი გარეთ გატანა. აქედან გამომდინარე, ჩვენი და ჩვენი დიპლომატიური ძალებით ვახერხებთ ნედლეულის მოძიებასა და შეძენას კომერციულ ფასად," - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისი თქმით, პროდუქტის თვითღირებულებაში ასევე გათვალისწინებულია მკერავების შრომისა და საწარმოო ხარჯები.
"სამკერვალო საწარმოებთან გაფორმებული კონტრაქტების მიხედვით, 1 პირბადის მხოლოდ კერვის ღირებულება 60- დან 70 თეთრამდე ჯდება დღგ-ს ჩათვლით. მისასალმებელია, რომ პირბადეების საწყისი პარტიები სამკერვალოებმა უფასოდ დაგვიმზადეს და მოგვაწოდეს", - აღნიშნა მინისტრმა.
ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ეკონომიკის სამინისტრო მოსახლეობის მთელ რიგ ჯგუფებს პირბადეებს უფასოდ ურიგებს. მათ შორის, 70 წელს გადაცილებულ ქრონიკული დაავადების მქონე პენსიონერებს, სხვა სოციალური დახმარების მიმღებ პირებს, აგრეთვე საკარანტინო ზონების მომსახურე პერსონალს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს და სხვ.
"ჩვენ ყველა სამკერვალოს თანამშრომლობის თანაბარ პირობებს ვთავაზობთ. ვისაც აქვს სურვილი, პირბადეების გარკვეული მოცულობა უფასოდ შეგვიკეროს, ამას მივესალმებით, მაგრამ ბაზარზე აღნიშნული პროდუქციის უწყვეტი მიწოდებისთვის, ჩვენ სამკერვალოებს გაწეულ ხარჯებს ვუნაზღაურებთ. ჩვენ ვასაქმებთ 1000-მდე ადამიანს, ვინც კერავს ამ პირბადეებს. ეს პროგრამა გაგრძელდება მანამ, სანამ ბაზარი არ გაჯერდება," - განაცხადა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა