logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა:  სააფთიაქო ქსელებში ქართულ პირბადეებზე მოთხოვნა ძალიან დიდია და ზოგ ქსელში პირველი პარტია ამოიყიდა კიდეც
ნათია თურნავა: სააფთიაქო ქსელებში ქართულ პირბადეებზე მოთხოვნა ძალიან დიდია და ზოგ ქსელში პირველი პარტია ამოიყიდა კიდეც
14:30 10.04.2020
მიუხედავად იმისა, რომ სულ ერთი დღეა, რაც პირველი პარტია - 400 ათასი ქართული წარმოების პირბადე საქართველოს აფთიაქებში შევიტანეთ, მოთხოვნა ძალიან დიდია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, ერთ-ერთი ქსელიდან უკვე ამოიყიდა 70% და სხვა ქსელებშიც მაღალი მოთხოვნაა.
ნათია თურნავას განცხადებით, კარგია, რომ ადამიანებმა გაითავისეს პირბადის, როგორც ვირუსისგან დაცვის საუკეთესო საშუალების ტარებისა და შეძენის აუცილებლობა.
"ჩვენ ვეცდებით ძალიან სწრაფად შევავსოთ ეს მარაგები. ვკერავთ საკმაოდ დიდ რაოდენობას და ვფიქრობთ, მაქსიმალურად შევძლებთ ვუპასუხოთ ბაზარზე არსებულ მაღალ მოთხოვნას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
რაც შეეხება ქართული წარმოების პირბადის ვიზუალურ მხარეს, ნათია თურნავას განმარტებით, პირველ რიგში ყველას უნდა ახსოვდეს და მოსახლეობას ეს კარგად ესმის, რომ პირბადე არ არის მოდური აქსესუარი, არამედ ეს არის ვირუსით ინფიცირებისგან დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, რომლის ტარება დღესდღეობით აუცილებელია.
მისივე თქმით, როდესაც დღეს არსებულ გამოწვევას გადავლახავთ, ალბათ დადგება ის დრო, როცა პირბადეს როგორც დიზაინერულ ატრიბუტს შევხედავთ.
"გემოვნებაზე არ დავობენ - მე რომ მკითხოთ, ეს არის მოთხოვნადი და მოხდენილი პროდუქცია, რომელიც ქართული წარმოებისა და იკერება საქართველოში, რაც საამაყოა. დღეს პირბადეების კერვაზე ათასამდე ადამიანს ვასაქმებთ სამკერვალობეში. ამიტომ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ქართული წარმოების, დოლბანდის პირბადე არის გაცილებით უკეთესი, ვიდრე რომელიმე ჟღერადი ბრენდით დამშვენებული სხვა ატრიბუტი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, რაც შეეხება ხარისხს, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ქართული წარმოების პირბადე შემოწმებულია ლუგარის ლაბორატორიაში.
"პირბადის დამზადებისთვის გამოყენებული ნედლეულის მასალა კი დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციითა და მათ მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, ასევე დოლბანდის თვისებების გათვალისწინებით. შეირჩა ყველა ოფიციალური დასკვნა ამასთან დაკავშირებით ყოველთვის გვაქვს და აქედან გამომდინარე დარწმუნებული ვართ, ქართული წარმოების პირბადე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია ბაზარზე წარმოდგენილ ანალოგებს შორის", - აღნიშნა ნათია თურნავამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა