„საქართველოს ბანკი“ ახალი თაობის პლასტიკური ბარათების გამოშვებას იწყებს.
ბარათის პრეზენტაცია ხვალ ბანკის სათაო ოფისში გაიმართება, სადაც მედიას ახალი ბარათის შესახებ დეტალურ ინფორმაციას „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური წარუდგენს.
პრესკონფერენციის ფარგლებში ჟურნალისტები ბარათის შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნობიან.

















