logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა ახალგაზრდა ინოვატორებს შეხვდა, რომელთაც კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში სხვადასხვა დანიშნულების სამედიცინო პროდუქციაზე თავიანთი ინოვაციური იდეები წარმოადგინეს
ნათია თურნავა ახალგაზრდა ინოვატორებს შეხვდა, რომელთაც კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში სხვადასხვა დანიშნულების სამედიცინო პროდუქციაზე თავიანთი ინოვაციური იდეები წარმოადგინეს
21:28 06.04.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ახალგაზრდა ინოვატორებს შეხვდა, რომელთაც კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში სხვადასხვა დანიშნულების სამედიცინო პროდუქციაზე თავიანთი ინოვაციური იდეები წარმოადგინეს.

ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ჩატარებული კორონათონის ფარგლებში მონაწილეებმა საკმაოდ ბევრი კრეატიული იდეა და პროექტი წარმოადგინეს.

„მათ შორის „ედისონ ტექმა“ შემოგვთავაზა ძალიან საინტერესო იდეა პორტატული სასუნთქი აპარატის გაუმჯობესებისა და ავტომატიზაციის თვალსაზრისით. პოტენციურად, აპარატის ასეთი პორტატული გაუმჯობესებული ვერსია შესაძლოა იყოს ძალიან საინტერესო გადაუდებელი სასწრაფო დახმარებისთვის. ჩვენ დავეხმარებით მათ, დახვეწონ პირველი პროტოტიპი, რათა დადებითი დასკვნები მიიღონ დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან, მედიკოსებისგან და იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, ეს დანადგარი იქნება საინტერესო, მოთხოვნადი და ასეთ შემთხვევაში წარმოებაშიც დავეხმარებით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, კიდევ ერთი ძალიან საინტერესო იდეა ეკუთვნის ჯგუფს, რომელმაც ელექტრონული პირბადის ვერსია წარმოადგინა, რომელიც ულტრაიისფერის სხივების გამოყენებით ახდენს ადამიანის ვირუსებისგან დაცვას და სხვა დამატებითი ფუნქციებიც გააჩნია.

„ძალიან საინტერესო გამოგონებაა, თუმცა აქაც საჭიროა მისი დახვეწა და შესაბამისი დასკვნები, რომ დადასტურდეს შესაძლებელია თუ არა მისი სერიულად ჩაშვება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, სხვადასხვა საგრანტო პროგრამის ფარგლებში მხარში უდგას ინოვაციურ გამოგონებებს.

„უნდა ითქვას, რომ კორონავირუსმა, რომელმაც უდიდესი გამოწვევები შექმნა მსოფლიოსა და საქართველოს წინაშე, ასევე გარკვეული შესაძლებლობების სტიმულირება მოახდინა მათ შორის ნიჭიერი ახალგაზრდა ინოვატორების მხრიდან“, - დასძინა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა