Covid 19 - ის წინააღმდეგ ონლაინ ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი ცნობილია.
20 000 ლარი პროექტის განხორციელებისათვის გრანტის სახით Edison Tech-ს გადაეცა. პროექტის მიზანია, შეიქმნას პორტატულისასუნთქიაპარატი, რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნება, როგორც კრიტიკულ სიტუაციაში,ასევე სახლის პირობებში. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით აპარატი გამოყენებადია ყველა ასაკის ადამიანისათვის. შესაბამისად, Edison Tech-ის დახმარებით საქართველო ეფექტურად გაუმკლავდება მსოფლიო გამოწვევას და საჭიროების შემთხვევაში სასუნთქი აპარატების კრიზისი არ შეიქმნება ქვეყანაში.
გამარჯვებული გუნდის გარდა ონლაინ ჰაკათონის კიდევ ორ გუნდს საკუთარი იდეის განხორციელებისათვის სახელმწიფო მხარდაჭერას უცხადებს. ეს გუნდებია:
• MIZ-MASK -მრავალჯერადიგამოყენების, ვირუსულიინფექციებისგანდაცვისელექტრონიღაბი, რომელიც 99.999%-ითანადგურებსვირუსსდაასევეავტომატურრეჟიმშიარეგულირებსჰაერისნაკადსმათთვის,ვისაცსუნთქვის უკმარისობა აწუხებს. ნიღბის გარე განათების მეშვეობით კი ხდება დამატებით სხვა ნივთების სტერილიზაცია.
• Kvalifika- კომპანია,,VOBI“-სდა,,JSC Identity and Trust Solutions“ - ის ერთობლივიგუნდი ეხმარება კომპანიებს, მიმდინარეკრიზისული პერიოდის პირობებში,წარმატებულადგანაგრძონოპერირებადადააკმაყოფილონბაზრისმოთხოვნები.გარდაამისა, პროექტი კომპანიებსაძლევსსაშუალებას,თავიდანაიცილონთაღლითობისშემთხვევები და სრულად გადავიდნენონლაინ ოპერაციებზე. შეთავაზება მოიცავსISO სტანდარტითსერტიფიცირებულისისტემისმეშვეობითსახისბიომეტრიისდამუშავებასადაინდივიდებისამოცნობას, რეგულატორისმოთხოვნებისშესაბამისადკლიენტებისიდენტიფიკაციასადაპიროვნებისდამადასტურებელიდოკუმენტისვერიფიკაციას. დეტალური ინფორმაცია - kvalifika.com
ონლაინ ჰაკათონი, რომელიც GITA-მდა სარეკლამო კომპანია ,,რედბერმა“ წარმოადგინა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 2020 წლის 24 მარტს გახსნა. ჰაკათონის მიზანი იყო,მსოფლიო გამოწვევების საპასუხოდ შექმნილიყოისეთი პროდუქტები ან მომსახურება, რომლებიც ეფექტურად დაეხმარებოდა ჩვენს ქვეყანას კორონავირუსითგამოწვეულპრობლემებთანბრძოლაში.შემოსული 350-მდე აპლიკაციიდან, სამდღიან მარათონში სულ 28 გუნდი და 5 ფიზიკური პირი მონაწილეობდა,72 საათის განმავლობაში მენტორების დახმარებითისინი მუშაობდნენ ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა: მედიცინა, საცალო ვაჭრობა, სურსათითმომარაგება, დისტანციური განათლება, დაავადებისგავრცელება/მონიტორინგიდა სხვა. მუშაობის პროცესში ონლაინ ჰაკათონის მონაწილეები ინდივიდუალურ კონსულტაციებს გადიოდნენ სპეციალურად პროექტისთვის მოწვეულ მენტორებთან.
ჰაკათონის მენტორები:
• ანა კასრაძე - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი
• გაგა დარსალია - აღმასრულებელი დირექტორი, რედბერი
• გიგა ქერქაძე - ბიზნეს პროცესების ხელმძღვანელი, GLOVO
• გიორგი კობიაშვილი - ციფრულიპროდუქტებისდირექტორი, რედბერი
• გიორგი ხუბუა - Entreprenuer
• თაკო კერესელიძე - Product owner, აჭარაბეთი
• იმედა აივაზაშვილი - CTO, რედბერი
• ლევან ცინაძე - თანადამფუძნებელი და ხელოვნური ინტელექტის მიმართულების ხელმძღვანელი, Maxin AI
• მამუკა აფაქიძე - GITA ფაბლაბის Hardware ექსპერტი
• მირანდა მანჯგალაძე - სპარ საქართველოს მმართველი დირექტორი, რითეილ ასოციაციის თავმჯდომარე
• ნანა დიხამინჯია - ილიას უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ინოვაციების მიმართულებით
• ნიკოლოს დობორჯგინიძე - საქართველოს განათლების სამინისტროს ICT ექსპერტი
• სოფო გასიტაშვილი - Redmed- ის დირექტორი
• ქეთი გოგინაშვილი - უფროსი UI/UX დიზაინერი, რედბერი

















