logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა განაცხადის ფორმა, რომელიც კომპანიებმა საქმიანობის გასაგრძელებლად ნებართვის მისაღებად უნდა შეავსონ
ნათია თურნავა: ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა განაცხადის ფორმა, რომელიც კომპანიებმა საქმიანობის გასაგრძელებლად ნებართვის მისაღებად უნდა შეავსონ
15:18 03.04.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრომ, სხვა უწყებების ჩართულობით, უკვე დაასრულა მუშაობა სპეციალური აპლიკაციის ფორმებზე. აპლიკაციები განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც დღეს ვერ ფუნქციონირებს, ან შეზღუდულ რეჟიმში უწევს საქმიანობა, რათა მათ შესაბამისი პროცედურების შემდეგ შეძლონ საქმიანობის განახლება. "ძალიან კარგად მესმის, რომ მრავალ ბიზნესს, რომლის შეზღუდვაც გვიწევს გამომდინარე უპირატესი ამოცანიდან, რაც ვირუსთან ბრძოლას შეეხება, პრობლემები, სერიოზული დისკომფორტი შეექმნა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დისკომფორტი დროებითი იყოს და აწყობილი სისტემის ფარგლებში ჩვენ მათ შევთავაზოთ კონკრეტული სტანდარტები, რაც უნდა დააკმაყოფილონ და ამ სტანდარტების დაკმაყოფილების გადამოწმების კვალობაზე მათ კვლავ შეძლონ ფუნქციონირება", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, სპეციალური აპლიკაციის ფორმები უკვე ატვირთულია ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. "ეს აპლიკაციები შეეხება იმ ბიზნესებს, ვინც დღესდღეობით არ არის ნებადართული ბიზნესების ჩამონათვალში. ასევე შეეხება ონლაინ ვაჭრობებს და სავაჭრო ქსელებს, ვინც დღეს არასასურსათო საქონლის საბითუმო მიწოდებას ვერ ახერხებს. მარტივი ფორმებია, სადაც ასახული იქნება კონკრეტული კომპანიის მზადყოფნა, რომ დაიცვას თავისი მომხმარებლები და თანამშრომლები. შექმნილია მობილური ჯგუფები, რომლებშიც მონაწილეობს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია, ეკონომიკის სამინისტორს ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექცია და შესაბამისი მუნიციპალური ინსპექციები. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ ჩვენ რესურსი გვეყოს და სწრაფად გადავამოწმოთ ერთდროულად მრავალი ბიზნესი", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, როგორც კი შემოწმების შედეგად დადასტურდება, რომ კონკრეტულ, მათ შორის იმ ბიზნესებში, რომლებიც პროდუქციის ონლაინ მიწოდებას აპირებს, იქნება ეს წიგნები თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ა.შ. დაცული არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ელემენტარული, მარტივი პირობები, მოხდება ინფორმაციის საგანგებო შტაბისთვის წარდგენა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. "რა თქმა უნდა, ამას გარკვეული დრო დასჭირდება - რამდენიმე დღე თუ ერთი კვირა, მაგრამ მერწმუნეთ, ეს სწორედ ის ერთი თუ ორი კვირაა, რომელიც ჩვენ გვჭირდება, რომ დავყოთ მაქსიმალურად სახლებში. ამიტომ ჩავთვალოთ, რომ ეს ის აუცილებელი მსხვერპლია, რასაც ბიზნესები გაიღებენ, რათა თვითონ და მათი თანამშრომლები უსაფრთხოდ დარჩნენ", - აღნიშნა მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა