logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა;  პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ახალ ამოცანებზე გადაეწყობა
ნათია თურნავა; პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ახალ ამოცანებზე გადაეწყობა
14:41 03.04.2020
"ჩვენი მთავარი პოსტკრიზისული ამოცანა იმპორტის ჩამნაცვლებელი ქართული ბიზნესის განვითარება იქნება. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ შევძლოთ საკუთარი თავის უზრუნველყოფა კრიტიკულად აუცილებელი პროდუქტებით. ყველგან, სადაც გვაქვს შესაძლებლობა, საკუთარი რესურსით უნდა დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი ბაზარი," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის განცხადებით, ადგილობრივი მეწარმეობის სტიმულირების პროგრამა "აწარმოე საქართველოში" სრულად გადაეწყობა ახალ ამოცანებზე. ნათია თურნავამ ასევე გაამახვილა ყურადღება 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ საკრედიტო - საგარანტიო მექანიზმზე. "წინა პერიოდში აღნიშნული მექანიზმი არ იყო მაინცდამაინც მოთხოვნადი და ეს გასაგებიც იყო, რადგან ეკონომიკა ძალიან მაღალი ტემპით ვითარდებოდა. ჯანსაღი ბიზნესებისთვის ბანკიდან სესხის მოზიდვა პრობლემას არ წარმოადგენდა. ამდენად, საკრედიტო საგარანტიო სქემა, როგორც თანაუზრუნველყოფის მექანიზმი არ იყო აქტუალური. მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სწორედ კრიზისის დროსაა ასეთი ტიპის მექანიზმები უფრო აქტუალური, როდესაც სახელმწიფო გვერდში უდგება ბიზნესს, რათა მან შეინარჩუნოს თავისი მდგრადობა და შეძლოს ფინანსების მოზიდვა. ამდენად, ახლა ამ მექანიზმის გაფართოება ძალიან დროულია," - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, საკრედიტო საგარანტიო ფონდის მექანიზმის გაფართოება დაგვეხმარება, რომ გადავარჩინოთ ასობით მცირე და საშუალო ბიზნესი. მისი თქმით, აღნიშნული მექანიზმის განვითარების ფორმას ბიზნესი უახლოეს დღეებში გაეცნობა.

"როგორც პრემიერ-მინისტრმა დაგვავალა, ჩვენ არ შემოვიფარგლებით უკვე ცნობილი მექანიზმებით. ეს არ იქნება მხოლოდ პროგრამა "აწარმოე საქართველოში", არ იქნება მხოლოდ საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი. ჩვენ ყველა შესაძლო ბერკეტს ავამოქმედებთ იმისთვის, რომ ადგილობრივი წარმოება იყოს დაცული, ადგილობრივი წარმოება განვითარდეს და მისი კონკურენტუნარიანობა ამაღლდეს. პირველ რიგში, საკუთარი ბაზარი რომ დავაკმაყოფილოთ და როგორც კი გლობალური ბაზრები მოგვცემს ამის საშუალებას, ექსპორტი მაქსიმალურად გავაფართოოთ და მხარი დავუჭიროთ," - განაცხადა მინისტრმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა