logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: როგორც კი დავრწმუნდებით, რომ კომპანია სრულიად პასუხობს და გარანტიას გვაძლევს, რომ მისი საქმიანობა უსაფრთხო იქნება, მათ მუშაობას დავუშვებთ
ნათია თურნავა: როგორც კი დავრწმუნდებით, რომ კომპანია სრულიად პასუხობს და გარანტიას გვაძლევს, რომ მისი საქმიანობა უსაფრთხო იქნება, მათ მუშაობას დავუშვებთ
15:30 02.04.2020
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ონლაინ გაყიდვების მიმართულებით დღესდღეობით არსებული შეზღუდვების აუცილებლობასა და ამ სფეროს შემდგომი საქმიანობის დეტალებზე ისაუბრა. "ვიცი, რომ ეს საკმაოდ მტკივნეული თემაა, ზოგადად ბიზნესის შეზღუდვა ყოველთვის არასასიამოვნო და მტკივენულია, მაგრამ ეს პირველ რიგში ნაკარნახევია იმ აუცილებლობით, რომ ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ბიზნესებს საქმიანობის ახალ წესზე გადაწყობა და მაქსიმალურად დავრწმუნდეთ, რომ ისინი შეძლებენ, დაიცვან უსაფრთოხების ყველა ზომა", - განაცხადა ნათია თურნავამ.



მინისტრის განმარტებით, ამ ეტაპზე, უსაფრთხოების დაცვის ამოცანიდან გამომდინარე, არასასურსათო პროდუქციის ონლაინ გაყიდვები, პრაქტიკულად, აკრძალულია - ამაში არ შედის ფარმაცევტული ნაწარმი. ასევე გრძელდება სასურსათო ონლაინ გაყიდვები, რადგან ის სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სფეროა. "მაგრამ ჩვენ აქაც გადავამოწმებთ და მოვითხოვთ ყველა წესების დაცვას. გუშინ თავის ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა და მე კვლავინდებურად მინდა ვთქვა, რომ ეს არის დროებითი იძულებითი ზომა, რადგან საკმაოდ დიდი სფეროა, საკმაოდ დიდი სისტემა, საკმაოდ დიდი ურთიერთობათა ჯაჭვი - იქ არის საწყობები, ჩართულია მიტანის სერვისები, ჩართულია ოფისები. მე მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა იმ კომპანიას, ვინც ძალიან მოკლე ხანში ააწყო ონლაინ გაყიდები, იმიტომ, რომ ესეც არ იყო მარტივი - ძალიან კარგად ვიცი, რა რესურსთანაც იყო ეს დაკავშირებული", - აღნიშნა ნათია თურნავამ.



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარეობს იმ საკითხზე მუშაობა, თუ როგორი მოდელით და ფორმატით იქნეს შეთავაზებული ამ ბიზნესისთვის მუშაობის გადაწყობა. "მათ შორის, პირველ რიგში უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც საწყობებში მუშაობენ, აბსოლუტურ შესაბამისობაში არიან გაიდლაინებთან - აღჭურვილები, ეკიპირებულები, მათი ქცევის ალგორითმი უნდა იყოს გათვლილი. ასევე ის ადამიანები, ვინც მიდიან ამა თუ იმ ოჯახში და ჩვენ ვუღებთ კარს, თვითონაც უნდა იყვნენ დაცულები და რა თქმა უნდა, კლიენტებიც დაცულები უნდა იყვნენ. ჩვენ ამაზე უკვე ვმუშაობთ, ძალიან მალე შევთავაზებთ კონკრეტულ წესებს და მოსაზრებებს ყველას, ვისაც შესაძლებლობა აქვს, გადავიდეს ონლაინ გაყიდვებზე და ვინც ჩართულია ამ ბიზნესში", - განაცხადა მინისტრმა.



ამასთან, როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ყველა კომპანია, ვინც ონლიან საქმიანობაშია ჩართული, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ატარებს, რადგან უამრავ ოჯახთან და ადამიანთან აქვს შეხება. "როგორც კი დავრწმუნდებით, რომ ესა თუ ის კომპანია სრულიად პასუხობს და გარანტიას გვაძლევს, რომ მისი საქმიანობა უსაფრთხო იქნება, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ, რომ დავუშვათ კონკრეტული კომპანიების საქმიანობა. როგორც კი მთელი სფერო უპასუხებს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება, რა თქმა უნდა, მთელი სფერო იფუნქციონირებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ - ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ ახალ ვითარებაში ფუნქციონირება, გადავეწყოთ ამ, ასე ვთქვათ, კრიზისულ ვითარებაში და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი კომპანიის საქმიანობა იქნება უსაფრთხო და შესაძლებელი.", - აღნიშნა მინისტრმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა