logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ნათია თურნავა: ყველა ხედავს, რომ ხელისუფლება ძალიან სწრაფად რეაგირებს გამოწვევებზე და ვცდილობთ, ბიზნესთან მიმართებაში ჩვენი თითოეული ნაბიჯი  მაქსიმალურად დაბალანსებული იყოს
ნათია თურნავა: ყველა ხედავს, რომ ხელისუფლება ძალიან სწრაფად რეაგირებს გამოწვევებზე და ვცდილობთ, ბიზნესთან მიმართებაში ჩვენი თითოეული ნაბიჯი მაქსიმალურად დაბალანსებული იყოს
15:08 02.04.2020
"ამ ეტაპზე ჩვენ შევზღუდეთ სამშენებლო სექტორი მთლიანად, მაგრამ როგორც კი დავრწმუნდებით, რომ ესა თუ ის კომპანია ასრულებს დადგენილ გაიდლაინებს, აკონტროლებს თავის პერსონალს და გვაჩვენებს, რა სისტემით აკეთებს ამას, რა თქმა უნდა, ასეთი კომპანიები გააგრძელებენ საქმიანობას. ჩვენი ამოცანა არ არის მაინცდამაინც მათი შეზღუდვა, ჩვენი ამოცანაა, დავრწმუნდეთ, რომ ისინი უზრუნველყოფენ თავიანთი თანამშრომლებისა და გარშემომყოფების უსაფრთხოებას" - განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც სამშენებლო სექტორში საქმიანობის შეზღუდვას ეხებოდა.

მინისტრმა ასევე განმარტა კონკრეტული პროცედურები, თუ რა ფორმით მოხდება სამშენებლო სექტორში კომპანიების საქმიანობის დაშვების განხილვა. "არის საგანგებო შტაბი და ყველა გადაწყვეტილება ამა თუ იმ სამშენებლო კომპანიის დაშვებაზე, მიიღება მათთან ერთად. რამდენიმე უწყება ვიკონტაქტებთ სამშენებლო სექტორთან, ეს ალგორითმი, პრაქტიკულად აწყობილია და გასაჯაროვდება" - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო იქნება ერთ-ერთი უწყება, რომელიც გამოაქვეყნებს კონკრეტულ ფორმას და ამ ფორმის შევსების გზით უწყებას მიმართავენ სამშენებლო კომპანიები. "რაც შეეხება სამოქალაქო მშენებლობას, აქ ჩართულნი იქნებიან მუნიციპალიტეტები, ყველა ინფორმაცია მოიყრის თავს ერთად. ჯანდაცვის სამინისტროს თაოსნობით, ჩვენ გადავამოწმებთ პროცესს, როგორ ასრულებენ ეს კომპანიები დადგენილ წესებს, ვნახავთ, მათი უსაფრთხო საქმიანობის რა გარანტიები არსებობს და მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას. ეს არის ხელით სამართავი პროცესი, ეს არის დიდი გამოწვევა" - აღნიშნა მინისტრმა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ბევრ რაღაცაზე, ისევე როგორც სხვა ქვეყნებს, მთავრობას ვერ გვექნებოდა წინასწარ გაწერილი პროცედურები, თუმცა, ყველა ხედავს, რომ ხელისუფლება ძალიან სწრაფად რეაგირებს ამ გამოწვევებზე. ვცდილობთ, "რომ მაქსიმალურად დაბალანსებული იყოს ჩვენი თითოეული ნაბიჯი ბიზნესთან მიმართებაში და აქაც ასე იქნება - ვრწმუნდებით, ვამოწმებთ და კომპანია აგრძელებს მუშაობას" -განაცხადა ნათია თურნავამ

მინისტრის ინფორმაციით, კორონავირუსთან დაკავშირებული პროცესების დაწყებამდე სამშენებლო სექტორი იყო ერთ-ერთი მსხვილი სექტორი, სადაც ათობით და ასობით კომპანია ფუნქციონირებდა და დასაქმებული იყო ათასობით ადამიანი. შესაბამისად, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ეს იყო მომატებული რისკის მატარებელი სფერო და დაექვემდებარა შეზღუდვებს. "ამ სფეროში ჩართულები არიან როგორც მსხვილი ინსტიტუციონალური კომპანიები, რომლებსაც არ გაუჭირდებათ, ძალიან სწრაფად გადაერთონ დღევანდელ მოთხოვნებზე და დაგვანახონ, რომ ყველანაირად იცავენ ჯანდაცვის მიერ დადგენილ წესებს და თავიან თანამშრომლებს, ასევე არის ბევრი მცირე კომპანია, ვისაც გარკვეული დრო დასჭირდება ამისთვის. მსურს მჯეროდეს, რომ საბოლოო ჯამში, ყველა მოახერხებს ამას, რაშიც დავეხმარებით, მაგრამ ზოგს დასჭირდება მეტი დრო, ზოგს -ნაკლები" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა