logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ კურსთაშორისი სხვაობის ნეგატიური გავლენა შევარბილოთ როგორც მოსახლეობის სასურსათო კალათზე, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე
ნათია თურნავა: მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ კურსთაშორისი სხვაობის ნეგატიური გავლენა შევარბილოთ როგორც მოსახლეობის სასურსათო კალათზე, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე
14:37 02.04.2020
"მაქსიმალურად ვცდილობთ შექმნილი გლობალური გამოწვევის ეფექტის შერბილებას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასა და ეკონომიკაზე. პრაქტიკულად, ეს არის ძალიან რთული ამოცანა, რადგან გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში და კიდევ უფრო მძიმე ეკონომიკური კრიზისის წინაშე ვიმყოფებით, ეს ასეა ცალსახად და ჩვენი ყველა გადაწყვეტილება და მცდელობა მიმართულია იქითკენ, რომ მაქსიმალურად შევარბილოთ ამ კრიზისის ზემოქმედება" - ამის შესახებ ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც კურსთაშორისი სხვაობის ზეგავლენას ეხებოდა ეკონომიკურ პროცესებზე.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, მთავრობის სამოქმედო გეგმა დაიწყო იმით, რომ კურსის დევალვაციის ნეგატიური ზემოქმედება შერბილებულიყო მოსახლეობაზე იმ ნაწილში, რაც ეხება აუცილებელ სასურსათო კალათას. "იცით, რომ ამას ვაკეთებთ და მიუხედავად იმისა, რომ კურსი მაინც გაუფასურდა, რადგან გლობალური პროცესების გამო ტურიზმი შეწყვეტილია, ექსპორტი გართულებულია და ამას წინ ვერ აღვუდგებოდით, მაინც მოვახერხეთ და დავაზღვიეთ ფასების ზრდა კონკრეტულ სასურსათო კალათზე", - განაცხადა მინისტრმა.

როგორც ნათია თურნავამ განმარტა, შემდგომში, იგივე მიდგომა იქნება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე "როგორც არაერთხელ ითქვა, მაქსიმალურად გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ინფრასტრუქტულ აღმშენებლობას და პროექტებს, რომლებიც არ უნდა შეფერხდეს. ვიცით, რომ აქაც შეიქმნა პრობლემები, რადგან კურსთაშორისი სხვაობა ზემოქმედებს მასალების ფასზე და სხვადასხვა იმპორტულ კომპონენტზე" - აღნიშნა თურნავამ

ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა ღონისძიება, რომელიც, ამ ეტაპზე, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არის კრიზისული საგანგებო ვითარების რესურსი და საგანგებო ანტიკრიზისული ბიუჯეტის ნაწილი და ეს არის სწორი გადაწყვეტილება. ნათია თურნავას თქმით, მოქმედი კანონმდებლობა და კონტრაქტებიც მეტწილად იძლევა გარკვეული რეზერვების ამოქმედების საშუალებას.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა