logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: სავალუტო ბაზარზე არსებულმა ტურბულენტობამ არ უნდა მიაყენოს ზიანი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ამიტომ კურსთაშორისი სხვაობის რისკს სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც დავუზღვევთ
გიორგი გახარია: სავალუტო ბაზარზე არსებულმა ტურბულენტობამ არ უნდა მიაყენოს ზიანი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ამიტომ კურსთაშორისი სხვაობის რისკს სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც დავუზღვევთ
11:29 02.04.2020
მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება, ეკონომიკური თვალსაზრისით დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ პროცესში ეროვნული ბანკის, მთავრობის, ბიზნესსექტორის და სისტემური ბანკების კოორდინირებული მუშაობა უაღრესად მნიშვნელოვანია, რაც უკვე რამდენიმე თვეა, ამ გამოწვევის დაწყებამდეც იყო ორგანიზებული და ეს სისტემური მიდგომა გრძელდება.

„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, კრიზისი არ გადაედოს ინფლაციურ და კურსის პრობლემებს და ჩვენ ამას ვაბალანსებთ ეროვნულ ბანკთან ერთად. ეს გამოწვევა არ არის მხოლოდ საქართველოსთვის, ეს გლობალური პრობლემაა და ჩვენთვის - სისტემური. კურსთაშორისი სხვაობის დაზღვევის კომპონენტი ჩვენს ეკონომიკურ პაკეტში უკვე არსებობს. ჩვენ 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე ძირითად მომწოდებლებს კურსთაშორისი სხვაობის რისკი დავუზღვიეთ და ამ ნაბიჯებს გავაგრძელებთ მანამ, ვიდრე ეკონომიკაში ეს ტურბულენტობა გაგრძელდება. მსგავსი მიდგომა შევთავაზეთ კომპანიებს, რომლებიც ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკვე ახორციელებენ ან ახლა იგებენ ტენდერებს, რადგან ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება. კურსთა შორის სხვაობამ და სავალუტო ბაზარზე არსებულმა ტურბულენტობამ არ უნდა მიაყენოს ზიანი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, განსაკუთრებით სისტემურ ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით და კურსთაშორისი სხვაობის რისკს ჩვენ აქაც დავაზღვევთ, რა თქმა უნდა, გონივრულ ფარგლებში. ეს ის მიდგომაა, რომლითაც ჩვენ როგორც კომპანიებს, ასევე კონკრეტულ მოქალაქეებსაც მივეხმარებით. აქ ვგულისხმობ იგივე კომუნალური გადასახადების ნაწილს, ხოლო შემდგომში იმ მოქალაქეების დახმარებას, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო ადგილი და შესაბამისად - შემოსავალი. ეს არის ის, რითაც ჩვენ უნდა დავუზღვიოთ ჩვენს მოქალაქეებს ორი რამ - დაკარგული სამუშაო ადგილი და შემოსავალი და კურსთა შორის სხვაობა, რომელიც შექმნილია გლობალური ეკონომიკური გამოწვევების გამო“, - აღნიშნა პრემიერმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა