საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი დასტაბილურების ტენდენციით ხასიათდება და ის უკვე რამდენიმე დღეა მყარდება.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ერთ ამერიკულ დოლართან მიმართებით ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.2413-იან ნიშნულზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება ევროს, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5460 ლარია.

















