დაახლოებით ორკვირიანი შოკური პერიოდის შემდეგ საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი
დასტაბილურების ტენდენციით ხასიათდება და ის უკვე რამდენიმე დღეა მყარდება.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ერთ ამერიკულ დოლართან მიმართებაში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3,2816-იან ნიშნულზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება ევროს, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3,5960 ლარია.

















