logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიწის მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვა ხელს შეუწყობს ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესებას და პირველადი წარმოების განვითარებას
მიწის მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვა ხელს შეუწყობს ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესებას და პირველადი წარმოების განვითარებას
13:18 30.03.2020
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის "ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი მიწის მდგრადი მართვის გზით მოწყვლადი თემებისათვის საქართველოში" ეგიდით, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) ახორციელებს თესლბრუნვის პრაქტიკის დანერგვის ღონისძიებებს შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში. აღნიშნული პროექტი ფინანსდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UN Environment) მეშვეობით.
საგაზაფხულო თესლბრუნვის პრაქტიკა მიმდინარე წლის გაზაფხულზე 1000-მდე ჰა დაფარავს და ხელს შეუწყობს შემდეგი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მონაცვლეობას: ბარდა, სიმინდი, ლობიო და წიწიბურა. ბენეფიციარი ფერმერების შერჩევა მუნიციპალიტეტებისა და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით ჩატარდა და ასევე გაგრძელდება სამომავლოდ. საველე პროექტები მიწის მდგრადი მართვის პრაქტიკის დასანერგად 2022 წლის ბოლომდეა დაგეგმილი და მთლიანობაში 20 000 ჰა-ს მოიცავს.
მიწის მდგრადი მართვის პრაქტიკის გაძლიერებისა და მიწის ეკოსისტემური სერვისების გაუმჯობესების კომპონენტის ფარგლებში, 2019 წლის შემოდგომიდან დაიწყო მიწის მდგრადი მართვის საველე პროექტის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესებას თესლბრუნვის დანერგვის გზით გორის, ქარელის, ყვარლისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში. თესლბრუნვის სისტემის დანერგვას აქტიურად დაუჭირეს მხარი ფერმერებმა, რითაც შესაძლებელი გახდა თვალსაჩინო ეფექტის მიღწევა მიწის ნაყოფიერების გაუმჯობესების კუთხით. აღნიშნულიდან გამომდინარე, თესლბრუნვის ღონისძიებები დაიგეგმა და მიმდინარეობს საგაზაფხულო კულტურებისთვისაც.
მიწის მდგრად მართვას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს სასურსათო უსაფრთხოებასა და ადგილობრივ დონეზე სურსათის წარმოების განვითარებაში. პროექტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია კვლევები ბაზრის წვდომის გაუმჯობესებისა და მდგრადი მიწის მართვის გზით მოყვანილი პროდუქტების ბრენდირების ხელშესაწყობად.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა