logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: ყველა ღონისძიება, რაც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ქვეყანაშია შემოღებული,  მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ თვითიზოლაცია, მოვახდინოთ დაავადების გავრცელების პრევენცია
ლევან დავითაშვილი: ყველა ღონისძიება, რაც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ქვეყანაშია შემოღებული, მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ თვითიზოლაცია, მოვახდინოთ დაავადების გავრცელების პრევენცია
10:22 29.03.2020
"ყველა ღონისძიება, რაც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ქვეყანაშია შემოღებული, მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ თვითიზოლაცია, მოვახდინოთ დაავადების გავრცელების პრევენცია. ეს არის უმნიშვნელოვანესი, აუცილებელი პირობა, რაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ. სხვა შემთხვევაში, ჩვენ არა მხოლოდ ჩვენს ახლობლებს ვაყენებთ საფრთხის წინაშე, არამედ მთელი ქვეყნის უსაფრთხოებას ვუქმნით დიდ პრობლემებს.
მინდა თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, დავემორჩილოთ იმ წესებს, რომლებსაც საგანგებო პირობები ითვალისწინებს. ამავე დროს, მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა აქვს. ძალიან ბევრმა წამყვანმა ქვეყანამ ვერ გაართვა თავი ამ დაავადებასთან ბრძოლას, მხოლოდ იმის გამო, რომ მოქალაქეები კონსოლიდირებული არ იყვნენ, საზოგადოებამ სერიოზულად არ მიიღო და არ გაითვალისწინა დადგენილი მოთხოვნები და რეკომენდაციები", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი შეზღუდვებიც დაწესდება.
"ჩვენ განვიხილავთ უფრო მკაცრ ნაბიჯებსაც, იმისთვის, რომ მივიღოთ ის შედეგი, რომელიც ყველას ინტერესშია. კონტაქტი არის ძალიან დიდი საფრთხე. ადამიანების კონტაქტი უნდა შეიზღუდოს, რომ არ მივიღოთ სავალალო შედეგები", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა