საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის ფარგლებში ახალი მოკვლევა დაიწყო, რომელიც ეხება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით
გათვალისწინებულ გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლს.
აღნიშნული მოკვლევის მიზანია დაინტერესებულ პირთა ჩართულობით გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის ეფექტიანობის შესწავლა, ასევე იმის გაანალიზება თუ რამდენად მიაღწია კანონმა დასახულ მიზნებს და არსებობს თუ არა მის მოქმედებაში რაიმე ხარვეზები და სხვა დამაბრკოლებელი ფაქტორები.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით შემუშავდა ტექნიკური მოთხოვნები (თOღ), რომელშიც მოცემულია მოკვლევასთან დაკავშირებული ინფორმაცია და მითითებულია შესაბამისი კითხვები, რომლებზეც წარმოდგენილ უნდა იქნეს დაინტერესებულ პირთა დასაბუთებული მოსაზრებები.
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს 2020 წლის 31 მარტის ჩათვლით წარმოადგინონ თავიანთი დასაბუთებული მოსაზრებები კომიტეტში როგორც წერილობითად, ისე ელექტრონული სახით. ელექტრონულად დასაბუთებული მოსაზრებების წარმოდგენა უნდა მოხდეს შემდეგ ელ ფოსტაზე:
ამ დროისთვის შემოსული დასაბუთებული მოსაზრებები იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://www.parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/komitetebi/garemos-dacvisa-da-bunebrivi-resursebis-komiteti/normatiuli-aqtebis-agsrulebis-kontroli/garemoze-zemoqmedebis-shefasebis-proceduris-agsrulebis-kontroli/shemosuli-mosazrebebi
ტექნიკური მოთხოვნები (TOR) იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://www.parliament.ge/ge/ajax/downloadFile/135221/tor
garemo@parliament.ge; gpantskhava@parliament.ge

















