logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
RMG ჯგუფის კორპორატიული დირექტორი:- შეხვედრის მთავარი თემა იყო, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ეკონომიკური დინამიკა და რაც შეიძლება თვეებზე გადავანაწილოთ ის კრიზისი, რომელიც შეექმნა ყველას
RMG ჯგუფის კორპორატიული დირექტორი:- შეხვედრის მთავარი თემა იყო, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ეკონომიკური დინამიკა და რაც შეიძლება თვეებზე გადავანაწილოთ ის კრიზისი, რომელიც შეექმნა ყველას
18:06 23.03.2020
შეხვედრის მთავარი თემა იყო ის, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ის ეკონომიკური დინამიკა და რაც შეიძლება თვეებზე გადავანაწილოთ ის კრიზისი, რომელიც შეექმნა ყველა ჩვენგანს, - ამის შესახებ RMG ჯგუფის კორპორატიულმა დირექტორმა კახა მჭედლიშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, კომპანია RMG ოპერირებს სამ მუნიციპალიტეტში - დმანისში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში, შესაბამისად, საზღვრის ჩაკეტვის გამო თანამშრომლებს კომპანიაში შესვლის საშუალება აღარ ეძლევათ. კახა მჭედლიშვილის განცხადებით, ასევე კომპანია ითხოვს, რომ მოხდეს ლოგისტიკური კორიდორის მოწყობა, რათა კომპანიაში მივიდეს პროდუქცია და შესაძლებელი გახდეს წარმოების გაგრძელება.

„გუშინ გამოცხადებული საკარანტინო მდგომარეობის გამო ჩვენი კომპანია ფაქტობრივად გაჩერებულია, თუმცა პრემიერმა ხაზი გაუსვა ჩვენი კომპანიის მნიშვნელობას ქვეყნის და რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის და დაგვპირდა, რომ უახლოეს ნახევარ საათში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჩვენს მენეჯმენტთან ერთად ჩამოყალიბდება იმ ძირითადი პირობებზე, რომლის შესრულების შემთხვევაშიც კომპანია გააგრძელებს ოპერირებას უახლოეს საათებში.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული პრობლემური საკითხები, მოგეხსენებათ, ჩვენ ვოპერირებთ სამ მუნიციპალიტეტში - დმანისში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში, შესაბამისად, საზღვროს ჩაკეტვა ჩვენს თანამშრომლებს აღარ აძლევს საშუალებას, ჩვენს კომპანიაში რაიმე ფორმით მოხვდნენ. ასევე გვაქვს მნიშვნელოვანი საკითხი, რომ მოხდეს ლოგისტიკური კორიდორის მოწყობა, რათა კომპანიაში მოვიდეს პროდუქცია, რათა შევძლოთ წარმოების გაგრძელება“, - განაცხადა კახა მჭედლიშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა