logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი ჩიქოვანი: საქართველოს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს დაევალათ,   მარნეულისა და ბოლნისის სრულ უზრუნველყოფაზე  პასუხისმგებლობა აიღონ
ირაკლი ჩიქოვანი: საქართველოს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს დაევალათ, მარნეულისა და ბოლნისის სრულ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა აიღონ
14:16 23.03.2020
საქართველოს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს დავალებული აქვთ, რომ აიღონ პასუხისმგებლობა ამ ორივე მუნიციპალიტეტის სრულ უზრუნველყოფაზე. აბსოლუტურად ყველა საჭიროება იქნება მიწოდებული , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.


ირაკლი ჩიქოვანის თქმით, უკვე ძალაშია შესული გადაწყვეტილება, რომ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები გადადიან მკაცრი კარანტინის რეჟიმზე და იქ იკრძალება შესვლაც და გამოსვლაც.
"ამ ეტაპისთვის, ადგილზე ვითარება არის დამაკმაყოფილებელი. როგორც იცით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებმა და ასევე, თავდაცვის ძალებმა მოახდინეს შესაბამისი ობიექტების მოწყობა, რომელიც აკონტროლებს მუნიციპალიტეტში შესვლას და გამოსვლას. რა თქმა უნდა, ვითარება არის კონტროლის ქვეშ და დამაკმაყოფილებელი. ჩვენ ვისურვებდით, რომ საერთოდ არ მიგვემართა ასეთი ზომებისთვის, მაგრამ ექსტრაორდინალური ვითარება მოითხოვს ექსტრაორდინალურ გადაწყვეტილებებს.
დღეისათვის, ამ მუნიციპალიტეტებში მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ის ობიექტები, რომელიც აუცილებელია და არის კრიტიკული იმისათვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა, როგორც სურსათზე, ასევე სამედიცინო, სააფთიაქო სერვისებზე და რა თქმა უნდა, საბანკო სერვისებზე", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, შესაძლოა იყოს გარკვეული საკითხები, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს გადაწყვეტას, მაგრამ დღის განმავლობაში ეს საკითხები მოგვარდება.


ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავალებული აქვთ იმ საწარმოთა ჩამონათვალის გაკეთება, ამ ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომელიც განაგრძობენ მუშაობას.
"თუმცა, ეს მუშაობა გაგრძელდება მხოლოდ და მხოლოდ მკაცრად გაწერილი პროტოკოლით და მკაცრად იქნება დაცული ყველა რეგულაცია, რომელიც საჭიროა იმ ობიექტებისთვის, რომელიც გააგრძელებენ ფუნქციონირებას, ვგულისხმობ, ეკონომიკურ აქტივობაში ჩართულ ობიექტებს", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
პრემიერ-მინისტრის მრჩეველის თქმით, მთავრობის ადმინისტრაციაში ამ სპეციალური ზომების უზრუნველყოფის კოორდინაცია დაევალა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, ბატონ სოზარ სუბარს.

"ის არის ყოველდღიურ და ყოველწუთიერ კონტაქტში ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ჩვენ სრულად ვფლობთ ინფორმაციას, შესაბამისად, ისინიც სრულად იღებენ დავალებებსა და გადაწყვეტილებებს.
ჯანდაცვის სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მუშაობას იმისთვის, რომ მოხდეს სრულად ინფორმირება მთლიანად მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანების, იმ ვითარების შესახებ, რა ვითარებაც ამ მუნიციპალიტეტებში არსებობს. ასევე, ისინი შეისწავლიან იქ არსებულ, ადგილობრივ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას.
ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ იდენტიფიცირება ყველა იმ ობიექტის, იმ ადამიანის, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს რაიმე წუხილები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ეს ყველაფერი იყოს დროზე გამოკვლეული. თქვენ იცით, რომ ადგილზე შეიქმნა დამატებითი ჰოსპიტალური შესაძლებლობები.


ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტში არ გადაადგილდება შიგნით არანაირი ტრანსპორტი, არანაირი მუნიციპალური ტრანსპორტი და ჩვენ უკვე ვართ მაქსიმალური კონტროლის რეჟიმში და შესაბამისად, კიდევ დამატებით მოგაწვდით ინფორმაციას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა