logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: ბიუჯეტი უნდა გადაეწყოს იმ სულისკვეთებით, რომ შევქმნათ სოციალური დაცვის მექანიზმები და მოხდეს ეკონომიკის სტიმულირება
ივანე მაჭავარიანი: ბიუჯეტი უნდა გადაეწყოს იმ სულისკვეთებით, რომ შევქმნათ სოციალური დაცვის მექანიზმები და მოხდეს ეკონომიკის სტიმულირება
19:06 22.03.2020
„ბიუჯეტი უნდა გადაეწყოს იმ სულისკვეთებით, რომ შევქმნათ სოციალური დაცვის მექანიზმები და მოხდეს ეკონომიკის სტიმულირება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობა ეკონომიკის სტიმულირების რამდენიმე სცენარზე მუშაობს.

„ამჟამად, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვნად შეზღუდული როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური აქტივობები, იმიტომ, რომ ვმართოთ ვირუსის გავრცელება. რასაკვირველია, ამის შედეგად, ეკონომიკა დაზიანდება და მას სტიმულირება დასჭირდება და ეს პაკეტი გამზადებულია. არსებობს რამდენიმე სცენარი, მსოფლიოშიც ყველა რამდენიმე სცენარზე მუშაობს, იმის მიხედვით, თუ რა ხანგრძლივობა იქნება ამ ვირუსის და რა მასშტაბი,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, ამ პერიოდში, პირველ რიგში, საუბარია იმ ადამიანთა სოციალური დაცვის მექანიზმებზე, რომელთაც ყველაზე მეტად დასჭირდება დახმარება.

„საუბარია მათზე, ვისაც უკიდურესად გაუჭირდება, რადგან დროებით ან სამსახური დაკარგა, ან შემოსავლის წყარო შეუმცირდა, ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ კრიზისულ ბიუჯეტზე, რომელზეც ამჟამად ვმუშაობთ, იგი უნდა გადაეწყოს იმგვარად, რომ შეიქმნას სოციალური დაცვის მექანიზმები და ამავდროულად, ჩაიდოს ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებები,“ - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა