logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი ინკასოების თემაზე: ბოლო რამდენიმე თვეა, ტელემაუწყებლები ნებაყოფლობით არ იხდიდნენ გადასახადებს, რის გამოც მათგან გადასახადის ამოღება ინკასოს დადების გზით ხდებოდა
ივანე მაჭავარიანი ინკასოების თემაზე: ბოლო რამდენიმე თვეა, ტელემაუწყებლები ნებაყოფლობით არ იხდიდნენ გადასახადებს, რის გამოც მათგან გადასახადის ამოღება ინკასოს დადების გზით ხდებოდა
17:07 22.03.2020
„ბოლო რამდენიმე თვეა, ტელემაუწყებლები ნებაყოფლობით არ იხდიდნენ გადასახადებს, რის გამოც მათგან გადასახადის ამოღება ინკასოს დადების გზით ხდებოდა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ რომელიმე ორგანიზაციას ინკასო სპეციალურად დაადეს, არის აბსოლუტური სპეკულაცია.

„ინკასოების თემას უსამართლო აჟიოტაჟი მოჰყვა, თითქოს ქვეყანაში კრიზისის დროს ინკასო შეგნებულად დაედო ორ ტელევიზიას. არადა, ბოლო რამდენიმე თვეა (დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) ამ ტელევიზიებიდან თანხების ამოღება ინკასოების მეშვეობით ხდებოდა, რადგან ისინი ნებაყოფლობით არ იხდიდნენ გადასახადებს. საერთოდ არ იყო კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისი ქვეყანაში, ინკასოს დადება იყო გადასახადის ამოღების ჩვეულებრივი გზა,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, იძულებითი ღონისძიებები გატარდა იმ კომპანიების მიმართაც, ვისაც პირველ ეტაპზე, არ შეეხოთ საგადასახადო შეღავათები.

„იმ შეღავათების გარდა, რომელიც გავავრცელეთ ტურიზმის სექტორსა და სხვა მომიჯნავე სფეროებზე, დარჩა უამრავი სხვა სექტორი, მათ შორის, ტელევიზია, ქარხანა თუ უამრავი სხვა კომპანია, რომელზეც არ გავრცელდა ეს შეღავათი. მათაც, ვინც ვერ გადაიხადა გადასახადი, მოგვიწია ინკასოს დადება. ახლა, საუბარი სწორედ იმაზეა, სამომავლოდ, ეკონომიკის შენელების ფონზე, ამ კომპანიებსაც რომ გაუჭირდებათ გადასახადის გადახდა, შეიძლება თუ არა ფიქრი შეღავათების დაწესებაზე. ბიუჯეტის განხილვა ამ კუთხითაც მიმდინარეობს. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი მხრივ, გვეზრდება სოციალური ტვირთი, სოციალური გადასახდელები და მეორე მხრივ, გვიმცირდება შემოსავლები, ამიტომ მნიშვნელოვანია მოიძებნოს სწორი გამოსავალი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა