logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა არასასურსათო მაღაზიებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს შეხვდა
ნათია თურნავა არასასურსათო მაღაზიებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს შეხვდა
18:25 20.03.2020
საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ღონისძიებების ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში არასასურსათო მაღაზიებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა დედაქალაქის მერი კახი კალაძე.

შეხვედრის მონაწილეებს ეკონომიკის მინისტრმა და დედაქალაქის მერმა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები და ახალი რეგულაციები გააცნეს.

რეგულაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურისა, მაგალითად ისეთის როგორიცაა სასურსათო მაღაზიები, სააფთიაქო, ბენზინგასამართი ქსელები, საფოსტო გზავნილების ქსელების და საბანკო მომსახურება უნდა იყოს დახურული.

"კერძოდ, საუბარია საცალო ვაჭრობის ობიექტებში ვაჭრობის ფორმის ცვლილებაზე, რომელიც არასასურსათო მაღაზიების დისტნაციურად, ონლაინ რეჟიმში მუშაობას გულისხმობს. შეხვედრის მონაწილეებს განვუმარტეთ მიღებული გადაწყვეტილების სისწორე და ის ფაქტორები, რამაც გადაწყვეტილების მიღება განაპირობა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა და ვირუსის გავრცელების შემდგომი პრევენციაა. ვისაუბრეთ სხვადასხვა ტექნიკურ საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია ამ გადაწყვეტილების შესრულებასთან, მოვისმინეთ მათი პრობლემები და სრული მხარდაჭერა და გვერდში დგომა აღვუთქვით", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ შეხვედრის მონაწილეები გაგებით ეკიდებიან მიღებულ გადაწყვეტილებას და გვერდში უდგანან იმ საპასუხისმგებლო საქმეში, რასაც ვირუსთან ბრძოლა და ვირუსის პრევენცია ჰქვია.

თავის მხრივ, როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დედაქალაქის მერმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნესის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელს კიდევ ერთხელ გააცნეს არსებული მდგომარეობის ფონზე შექმნილი ვითარება. მისივე თქმით, მთავრობა სხვადასხვა ქმედებებს ახორციელებს, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება და მათი ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული.

" კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ბიზნესსექტორს ამ რთულ პერიოდში თანადგომისთვის, და მინდა დავაიმედო, რომ ჩვენი, სახელმწიფოს მხრიდან აუცილებლად იქნება მხარდაჭერა და თანადგომა. პირველი და მნიშვნელოვანი დღეს ისაა, რომ ყველა ერთად ღირსეულად გამოვიდეთ ამ უმძიმესი მდგომარეობიდან, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის", - განაცხადა კახი კალაძემ.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა