logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა ბექაური: კომპანიებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ და მოსახლეობას საკომუნიკაციო სერვისებზე  შეღავათები მისცენ
კახა ბექაური: კომპანიებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ და მოსახლეობას საკომუნიკაციო სერვისებზე შეღავათები მისცენ
18:16 19.03.2020
კომუნიკაციების კომისია მობილურ კომპანიებს აქტიურ სამუშაო რეჟიმში გადასვლისკენ მოუწოდებს. კომისიის თამჯდომარემ კომპანიებს მიმართა, მოახდინონ რესურსების სრული მობილიზება, რათა ქეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა გამართულად და შეუფერხებლად მუშაობდეს. კახა ბექაურის თქმით, მნიშვნელოვანია, ამ კრიტიკულ ვითარებაში, კომპანიები დაეხმარონ მოსახლეობას და მათ მომსახურებებზე გარკვეული შეღავათები მისცენ.

"მოცემულ სიტუაციაში ისეთი კრიტიკული მომსახურებები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა, როგორიც არის სატელეკომუნიკაციო სერვისები, საერთოდ სხვა რეჟიმში უნდა მუშაობდეს, იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას გარკვეული შეღავათები მივცეთ და დავეხმარო. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ და ვიმუშაოთ შემდეგი 2-3 თვის განმავლობაში, განვსაზღვროთ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენს სფეროში, რათა მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნას და შეუფერხებლად მიიღოს სატელეკომუნიკაციო სერვისები",- განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავჯდომარემ კახა ბექაურმა.

სწორედ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კომისიამ მოუწოდა კომპანია "მაგთიკომს" თავად შეაჩეროს 25 ლარიანი ულიმიტო პაკეტის დაანონსებული გაუქმება, რადგან ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არ არის პაკეტების გაძვირება არ გაძვირებაზე საუბრის და მსჯელობის დრო.

"ახლა, დღის წესრიგში საერთოდ არ უნდა დადგეს მსგავსი საკითხები. კომპანიას მინდა მოვუწოდო, რომ სამუშაო რეჟიმში გადავიდეთ და არა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ვილაპარაკოთ პაკეტების გაძვირება-არ გაძვირებაზე, რადგან ბევრი წელია ეს პაკეტი არსებობს ბაზარზე და მოსახლეობა მიჩვეულია მას. კომისიის პოზიცია ასეთია და ახლა კომპანიამაც უნდა გადადგას ნაბიჯი. არ მგონია "მაგთიკომს" რამე უშლიდეს ხელს დაანონსებული გადაწყვეტილების შეჩერებაში. ამიტომ გთავაზობთ, დღეს გადავდოთ 25 ლარიანი ულიმიტო პაკეტის გაუქმების საკითხის განხილვა და ეს კვირა მთლიანად გამოვიყენოთ, იმისთვის, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გარკვეული ცვლილებები და კორექტირება მოვახდინოთ. კომისია მზადაა ყოველდღიურ რეჟიმში სამუშაოდ და კომპანიისგან ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს",- განცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა