logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ეკონომიკის მინისტრი: მადლობა ყველა კომპანიას, ვინც ჩაერთო ჩვენს პროგრამაში და  დაიწყეს პირბადეების წარმოება, მათ შორის, უსასყიდლოდაც
ეკონომიკის მინისტრი: მადლობა ყველა კომპანიას, ვინც ჩაერთო ჩვენს პროგრამაში და დაიწყეს პირბადეების წარმოება, მათ შორის, უსასყიდლოდაც
15:45 19.03.2020
"მსურს დიდი მადლობა გადავუხადო იმ კომპანიებს, ვინც ჩაერთო ჩვენს პროგრამაში და მათ შორის, პირბადეების გარკვეულ რაოდენობას უსასყიდლოდაც ამზადებენ. პირველ რიგში, ეს არის "აჭარა ტექსტილის" საწარმო, სადაც ახლა ვიმყოფები, ასევე სხვა საწარმოებიც, მათ შორის სამკერვალო ფაბრიკა "მოვი", რომელიც პირბადეების გარკვეულ რაოდენობას უფასოდ ამზადებს. ასევე "სმარტფარმი", რომელმაც თავისი მარაგებიდან დოლბანდის მოწოდება უზრუნველყო, ასევე უფასოდ, ასევე კომპანია "სეზანი", რომელმაც უსასყიდლოდ დაამზადა და მოგვაწოდა ყუთები. ყველას დიდი მადლობა" - ეს განცხადება ნათია თურნავამ ფოთში, "აჭარა ტექსტილის" სამკერვალო ფაბრიკაში ვიზიტის დროს გააკეთა.

ეკონომიკის მინისტრმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულთან, ალექსანდრე მოწერელიასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბიოუსაფრთხოების სამმართველოს უფროსთან, გელა მგელაძესთან და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ის საწარმო დაათვალიერა, სადაც ადგილობრივი პირბადეების წარმოება დღეიდან დაიწყო.

"ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან მაღალია კონსოლიდაცია, სოციალური პასუხისმგებლობა, ერთიანი ვართ მთელი საზოგადოება, რაც მაძლევს იმედს, რომ შევძლებთ გადავლახოთ ეს გლობალური გამოწვევა" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას შეფასებით, ყველაფერი დამოკიდებულია მარაგების უწყვეტ მოწოდებაზე, რაზეც ვმუშაობთ.

"ჩვენ ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენს მეზობლებთან ერთად, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საელჩოებთან ერთად და მსურს ყველას დიდი მადლობა გადავუხადო" - განაცხადა ნათია თურნავამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა