logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ხიდურელი: OECD - ის კვლევაში საქართველოს ლიდერობა იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის დადებით გამოცდილებაზე სხვები სწავლობენ
მიხეილ ხიდურელი: OECD - ის კვლევაში საქართველოს ლიდერობა იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის დადებით გამოცდილებაზე სხვები სწავლობენ
14:38 19.03.2020
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანგარიშის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი - 2020“ მიხედვით, საქართველომ რეიტინგში უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია. საქართველოს შეფასება რეიტინგის 12 კომპონენტიდან 12-ვეში გაუმჯობესდა, ხოლო 12-დან 9 კომპონენტში ქვეყანა უმაღლესი ქულით შეფასდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მიხეილ ხიდურელის განცხადებით, აღნიშნულ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის ეკონომიკის სამინისტროსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“. „ჩვენი პროგრამები ორიენტირებულია იმ კომპონენტების განვითარებაზე, როგორიცაა მცირე და საშუალო ბიზნესის სამეწარმეო უნარების ამაღლება, ბიზნესების ინტერნაციონალიზაცია და რაც ყველაზე მთავარია ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. ამ ყველა კომპონენტში საქართველო ლიდერობს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს დადებით გამოცდილებაზე სხვა ქვეყნები სწავლობენ და ყოველთვის სასიხარულო ფაქტია,“ - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ინდუსტრიული კომპონენტის თანახმად, რომელიც, ძირითადად, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ითვალისწინებს, 2015 – 2020 წლებში მხარდაჭერილია 359 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 783,2 მლნ ლარს შეადგენს. სულ შეიქმნება 13 ათას სამუშაო ადგილზე მეტი. რაც შეეხება სააგენტოს მიკრომეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტს, მხარდაჭერილია 6,212 პროექტი, თანადაფინანსების სახით გაიცა 46,9 მლნ. ლარზე მეტი, ხოლო დაფინანსებული პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 61 მლნ ლარზე მეტია, სადაც ჯამში დაფინანსებულია 9,384 ბენეფიციარი.

„მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი“ ქვეყნებს 12 კომპონენტის მიხედვით აფასებს, როგორიცაა ინსტუტიციური და მარეგულირებელი გარემო; სამეწარმეო/ოპერაციული გარემო; გაკოტრება და მეორე შანსი; სამეწარმეო სწავლება და ქალთა მეწარმეობა; სამეწარმეო უნარები; მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა; სახელმწიფო შესყიდვები; სტანდარტები და ტექნიკური რეგულაციები; ინტერნაციონალიზაცია; დამხმარე სერვისები მეწარმეობისა და start-up-ებისთვის; ინოვაციები და მწვანე ეკონომიკა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა