მიმდინარე წლის ივლისში, წინასწარი მონაცემებით, წლიურად, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის ტემპმა 8,3%-ს მიაღწია.
სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2012 წლის პირველ კვარტალში მშპ-ის რეალურმა ზრდამ 6,8 პროცენტი შეადგინა, ხოლო მეორე კვარტლის მშპ-ის ზრდის შეფასება 8,2 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა.
საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკური ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომლის გაანგარიშება დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვებს, დეფლატორის შეფასებას, ფისკალური და მონეტარული სტატისტიკის მონაცემებს ეფუძნება.
ყოველკვარტალური სტატისტიკური გამოკვლევებით დაზუსტებული მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის II კვარტლის მონაცემები მიმდინარე წლის 18 სექტემბერს გამოქვეყნდება.
2011 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 7% შეადგინა.

















