logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ცუცქირიძე  Heritage Foundation-ის კვლევას ეხმიანება
გიორგი ცუცქირიძე Heritage Foundation-ის კვლევას ეხმიანება
15:43 17.03.2020
ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“-ის კვლევას ეხმაურება.

ცუცქირიძე წერს, რომ როდესაც მთელი მსოფლიო კორონა ვირუსული ეპიდემიის ეკონომიკაზე მოსალოდნელ ზარალს ითვლის, როგორც არასდროს ისეთი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკის საერთაშორისო შეფასებებს, რადგან საგარეო მოთხოვნის სტაბილურობაზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილიზაცია.

“დღეს როდესაც მთელი მსოფლიო კორონა ვირუსული ეპიდემიის ეკონომიკაზე მოსალოდნელ ზარალს ითვლის, როგორც არასდროს ისეთი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკის საერთაშორისო შეფასებებს, რადგან საგარეო მოთხოვნის სტაბილურობაზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილიზაცია.

ამ თვალსაზრისით უდავოდ უნდა გამოიყოს ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაციის Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“, რომელიც რეიტინგი შეფასებას აკეთებს შემდეგი 4 მიმართულებით: კანონის უზენაესობა, მთავრობის მოცულობა, რეგულაციების ეფექტიანობა და ღია ბაზარი. აღნიშნული მიმართულებები, თავის მხრივ, მოიცავს 12 კომპონენტს. გარდა ამისა, ამ
კომპონენტებიის შეფასება ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს“, მსოფლიო მართლმსაჯულების ინდექსს (WJP), და საერთაშორისო გამჭვირვალობის „კორუფციის აღქმის ინდექსსაც.

2020 ნ კვლევა კი რამდენიმე მიმართულებით არის აღსანიშნავი.

1. საქართველოს სარეიტინგო ქულამ ისტორიული მაქსიმუმი 77.1 ქულა შეადგინა, მსოფლიო რეიტინგში მე 16 ადგილიდან 4 პოზიციით დაწინაურდა და მე-12 პოზიცია დაიკავა. ამასთან აღსანიშნავია, რომ საერთო ქულის მიხედვით საქართველოს შეფასება აღემატება როგორც რეგიონის (69.8 ქულა), ისე მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელსაც (61.6 ქულა). თვალსაჩინოებისათვის ჩვენ ვუსწრებთ არა მხოლოდ რეგიონის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, არამედ განვითარებული ეკონომიკის ისეთ ქვეყნებს, როგორიც ისლანდია, ნიდერლანდები, ფინეთი, შვედეთი, , კორეა, გერმანია, ნორვეგია, ავსტრია, თუ იაპონია არიან.

2. მთავრობის საქმიანობის შეფასებისას ხაზგასმულია, ის პროგრესი, რაც ქვეყანამ ბოლო 7 წელიწადში განიცადა ეკონომიკური ზრდის და სტრუქტურული ტეფორმების მიმართულებით, მრავალწლიანი რეფორმების შედეგია კორუფციის აღმოფხვრა, რეგულაციების შემცირება და გადასახადების გამარტივება, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

3. 2020 წლის კვლევას დიდი მნიშვნელობა ექნება წმინდა საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხითაც, რასაც საგარეო მოთხოვნის სტიმულირებისათვის უდიდესი დატვირთვა ექნება. აღსანიშნავია. რომ რეიტინგის 12 კომპონენტიდან საქართველომ მდგომარეობა გაიუმჯობესა პრაქტიკულად ყველა წამყვანი საინვესტიციო მიმზიდველობის მიმართულებებით, იქნება ეს საკუთრების უფლება (68.6 ქულა), მთავრობის სამართლიანობა (64.8 ქულა), სასამართლოს ეფექტიანობა (57.9 ქულა), მონეტარული თავისუფლება (78.3 ქულა) და ფისკალური თავისუფლება (94.4 ქულა), ხოლო საკუთრების უფლების ინდიკატორში საქართველომ აქამდე არსებული ყველა რეკორდი მოხსნა, ქვეყნის შეფასებამ 68.6 ქულა შეადგინა. შედარებისათვის თუნდაც 2012 წელს ქვეყანას აღნიშნულ ინდიკატორში მხოლოდ 40.0 ქულა ჰქონდა.

ეს მეტად მნიშვნელოვანი კვლევაც არის სრულ თანხვედრაში წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებთან და არის ბოლო წლებში ქვეყანაში მიმდინარე სტრუქტურული როგორც ეკონომიკის თავისუფლების, ასევე კირუფციასთან ბრძოლის და მთავრობის ეფექტიანობის თვალსაზრისით.”, - წერს ცუცქირიძე „ფეისბუქზე“.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა