კომპანია „ახალი ნათება“ 2012 წლის სასკოლო სეზონთან დაკავშირებით სპეციალურ აქციას ახორციელებს, რომელიც 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანიიდან აცნობეს, „ახალი ნათება“ 25%-იან ფასდაკლებას აცხადებს სასკოლო და სამუშაო მაგიდის სანათეზე.
„ახალ ნათებაში“ განმარტავენ, რომ სასკოლო და სტუდენტებისთვის გათვალისწინებული მაგიდის სანათები უსაფრთხოა და კითხვის პროცესისთვისაა განკუთვნილი.
„თვალი კითხვისა და მეცადინეობის პროცესში არ უნდა იძაბებოდეს და არ უნდა იღლებოდეს – ამისთვის კი, მას სპეციალურად შერჩეული განათება ესაჭიროება. სანათის სიმაღლე, განათების ფერი და კუთხე განსაკუთრებულ როლს თამაშობს ამ ყველაფერში. სწორედ ეს დეტალები არის გათვალისწინებული „ახალი ნათების“ აქციაში ჩადებულ მაგიდის სანათებში“ - აღნიშნავენ კომპანიაში.
აქცია თბილისსა და რეგიონებში მდებარე „ახალი ნათების“ ყველა მაღაზიაზე ვრცელდება.
აქციის ფარგლებში გაყიდვაშია როგორც „ახალი ნათების“ ბრენდით წარმოებული მაგიდის სანათები, ასევე, იტალიური “არტემიდეს”, ბელგიური “მასივისა” და “ფილიპსის” სანათები.

















