logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ხშირად დასმული კითხვები - თი ბი სი სესხების გადავადებასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს
ხშირად დასმული კითხვები - თი ბი სი სესხების გადავადებასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს
16:38 14.03.2020
თიბისის მომხმარებლები სესხებზე საშეღავათო პერიოდით - 30 ივნისის ჩათვლით სესხების გადავადებითისარგებლებენ. საშეღავათო პერიოდი 13 მარტიდან დაიწყო და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება,ორშაბათიდან კი მომხმარებლები სესხის გადავადების პირობებთან დაკავშირებით შეტყობინებას თიბისის დისტანციური არხებით მიიღებენ.

1. ვის შეეხება საშეღავათო პერიოდი?
ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ვინც თიბისი ბანკში ამჟამად სარგებლობს საკრედიტო პროდუქტებით, ასევე თიბისი სტატუსის ყველა მომხმარებელს;
2. რომელ პროდუქტებს შეეხება?
საშეღავათო პერიოდი შეეხება შემდეგ საკრედიტო პროდუქტებს:
• იპოთეკური სესხები
• სამომხმარებლო სესხები
• სასწრაფო სესხი
• ავტო სესხები
• განვადება
• საკრედიტო ბარათები
• ოვერდრაფტი
• ლომბარდი
• სტანდარტული გრაფიკის მქონე ბიზნეს და აგროსესხები;
3. რამდენ ხანს გაგრძელდება საშეღავათო პერიოდი? ანუ რამდენი გადახდა არ უნდა გადავიხადო ბანკში?
საშეღავათო პერიოდი გაგრძელდება 30 ივნისის ჩათვლით და შეეხება არაუმეტეს სამი გადახდის გადავადებას;
4. როდიდან დაიწყება საშეღავათოპერიოდი?
საშეღავათო პერიოდის ჩართვა 2020 წლის 13 მარტიდან დაიწყო;
5. თუ გადახდა მიწევს დღეს ან მომდევნო კვირაში რა მოხდება?
ყველა იმ მომხმარებელს, ვისაც სესხის გადახდა უწევდა 13 მარტიდან შეეძლება ისარგებლოს საშეღავათო პერიოდით;
6. გამეზრდება თუ არა სესხის პროცენტი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შემთხვევაში?
არა, სესხის საკონტრაქტო განაკვეთების ცვლილება არ მოხდება;
7. გამეზრდება თუ არა სესხის ვადა?
დიახ, სესხის ვადის გაზრდა მოხდება გრაფიკიანი სესხების შემთხვევაში + საშეღავათო პერიოდი;
8. გამეზრდება თუ არა ყოველთვიურად გადასახდელი თანხა?
ყოველთვიური გადასახდელი თანხა მცირედით გაიზრდება საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, რადგან ბანკი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში გადასახდელი თანხის და დარიცხული პროცენტის გადანაწილებას ახდენს სესხის დარჩენილ ვადაზე;
9. საშეღავათო პერიოდის განმავლობაში მოხდება თუ არა პროცენტის დარიცხვა?
დიახ, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, სესხის ძირითად თანხაზე გაგრძელდება პროცენტის დარიცხვა, რომლის გადანაწილება მოხდება საშეღავათო პერიოდის შემდგომ, სესხის დარჩენილ ვადაზე;
10. პროცენტზე პროცენტი ხომ არ დამერიცხება?
არა, პროცენტზე პროცენტის დარიცხვა არ ხდება;
11. რამდენიმე სესხი თუ მაქვს შემიძლია თუ არა ავირჩიო რომელზე გავრცელდეს საშეღავათო პერიოდი და რომელზე არა?
ფიზიკური პირის სესხების შემთხვევაში არ იქნება შესაძლებელი სესხების არჩევა, საშეღავათო პერიოდი ჩაირთვება ან ყველა საკრედიტო პროდუქტზე ან მომხმარებლის უარის შემთხვევაში - არც ერთზე;
თუ ხართ თიბისი სტატუსის მომხმარებელი, თქვენ თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ იმ სასესხო პროდუქტების ჩამონათვალი, რომელზეც გავრცელდება საშეღავათო პერიოდი; ბიზნეს სესხების შემთხვევაში კი მოხდება ინდივიდუალურად განხილვა;
12. არის თუ არა შესაძლებელი არ ვისარგებლო საშეღავათო პერიოდით ?
შესაძლებლობა გექნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინებებით ან ბანკის დისტანციური არხებით დააფიქსიროთ უარი საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე, მას შემდეგ რაც ბანკისგან მიიღებთ შესაბამის შეტყობინებას; შეტყობინებების გაგზავნა მომხმარებლებთან დაიწყება 16 მარტიდან და მოხდება ეტაპობრივად;
თუ ხართ თიბისი სტატუსის მომხმარებელი, 16 მარტიდან დაგიკავშირდებათ თქვენი პირადი ბანკირი და თქვენი სურვილის შესაბამისად მოხდება საშეღავათო პერიოდის ჩართვა/არ ჩართვა. თუ თქვენ სარგებლობთ თიბისი სტატუსის ციფრული ნაკრებით, დაგიკავშირდებათ სტატუს ცენტრის ოპერატორი და სურვილის შესაბამისად მოხდება საშეღავათო პერიოდის ჩართვა/არ ჩართვა.
13. ვინცუკვესარგებლობსსაშეღავათოპერიოდისაქციით, გავრცელდებათუარამათზესაშეღავათოპერიოდი?
თუ მიმდანარე სესხზე საშეღავათო პერიოდი გრძელდება ივნისის ჩათვლით, ამ შემთხვევაში დამატებით საშეღავათო პერიოდის ჩართვა არ მოხდება(მაგ: სესხი აღებული გაქვთ 2020-ის თებერვლის თვეში, რომელზეც ვრცელდებოდა 6 თვიანი საშეღავათო პერიოდი, ანუ პირველი გადახდა სესხზე უნდა გაგეკეთებინათ ივლისის თვეში, ასეთ შემთხვევაში დამატებითი საშეღავათო პერიოდის ჩართვა აღარ მოხდება);
ხოლო თუ მიმდინარე სესხზე საშეღავათო პერიოდი ნაკლებია ვიდრე ბანკის ამჟამად გამოცხადებული პირობა, ასეთ შემთხვევაში საშეღავათო პერიოდის გაგრძელება მოხდება 30 ივნისამდე, არაუმეტეს მომდევნო სამი გადახდის გადავადებისა (მაგ: სესხი აღებული გაქვთ 2020 წლის იანვარში 3 თვიანი საშეღავათო პერიოდით და პირველი გადახდა გიწევდათ აპრილის თვეში, ასეთ შემთხვევაში თქვენს საშეღავათო პერიოდს დაემატება +2 თვე);
14. როგორგაიგებსმომხმარებელისაშეღავათოპერიოდის ჩართვისშესახებ?
16 მარტიდან ეტაპობრივად მომხმარებლები მიიღებენ შეტყობინებას, საშეღავათო პერიოდის ჩართვასთან დაკავშირებით. 20 მარტამდე მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა უარი თქვან საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე, ხოლო ვინც უარს არ განაცხადებს ავტომატურად ჩაერთვებათ საშეღავათო პერიოდი;
16 მარტიდან მოხდება, ასევე, დაკავშირება სტატუსის მომხმარებლებთანაც. ცვლილება განხორციელდება დისტანციურად მეილით, ინტერნეტ და მობაილ ბანკის საშუალებით და არ იქნება საჭირო ბანკში მოსვლა;
15. ექნებათუარამომხმარებელსწინსწრებისსაკომისიო?
იმ მომხმარებლებს, ვინც ისარგებლებს საშეღავათო პერიოდით, ექნება შესაძლებლობა ყოველთვიური გადასახდელი თანხის ფარგლებში საკომისიოს გარეშე განახორციელოს წინსწრება. საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ,წინსწრების საკომისიოზე აღდგება/გავრცელდება კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები;
16. ვრცელდებათუარასაშეღავათოპერიოდი16 მარტიდან გაცემულ ახალ სესხებზე?
დიახ, 16 მარტიდან გაცემულ სესხებზე გავრცელდება საშეღავათო პერიოდი ინდივიდუალური განხილვის საფუძველზე;

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა