logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის გადავადება ყველა ზომის სასტუმროს შეეხება
ნათია თურნავა: ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის გადავადება ყველა ზომის სასტუმროს შეეხება
16:52 13.03.2020
ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის გადავადება ყველა ზომის სასტუმროს შეეხება, თუმცა მცირე სასტუმროები კიდევ უფრო მეტად მოწყვლადია, ამიტომ მათთვის დამატებითი ზომა არის საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება მსგავსად იმ მექანიზმისა, რაც ჩვენ საკმაოდ წარმატებულად ავამოქმედეთ გასულ წელს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, გასული წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, როდესაც ასევე საკმაოდ დიდი დარტყმა მიადგა სასტუმროების ბიზნესს, ძალიან ოპერატიულად გადაწყდა და გამოიკვეთა ყველაზე მოწყვლადი ნაწილი - 4-დან 20 ნომრამდე სასტუმროები, სადაც „აწარმოე საქართველოს“ მეშვეობით საბანკო სესხების პროცენტი კრიზისის მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში დასუბსიდირდა.

„ ამ პროგრამამ კარგად იმუშავა, ახლა ვთვლით, რომ ამ წარმატებული მაგალითის გამოყენებით, ვაფართოებთ სასტუმროების ზომას, მცირე და საშუალო - 4-დან 50 ნომრამდე სასტუმროები მიიღებენ იგივე სახის დახმარებას“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, გასული წლის მსგავსად, მოხდება საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება, თუმცა, გაიზრდება არეალი და სასტუმროების ზომა, რადგან ტურიზმის და სასტუმროების ინდუსტრია წარმოდგენილია როგორც მსხვილი, ასევე მცირე საოჯახო სასტუმროებით.

ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, სუბსიდირებისთვის საჭირო თანხა გამოიყოფა ბიუჯეტიდან, ეს იქნება „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი თანხა, დაახლოებით 3 მილიონი ლარის ფარგლებში. „თანხის პროგნოზირება ჯერჯერობით რთულია, მაგრამ ვფიქრობთ, ეს არის დაახლოებით 3 მილიონი ლარის ფარგლებში. თუმცა, ვინც მოგვმართავს და იქნება იმ კრიტერიუმის შესატყვისი, რომელიც ჩვენ აქამდეც გვქონდა გამოქვეყნებული, შეუფერხებლად მიიღებს ამ თანხას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჯამი ჩემს მიერ დასახელებულ თანხას გადააჭარბებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა