logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად სწრაფად იქნება გადალახული კორონავირუსის პრობლემა
ნათია თურნავა: ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად სწრაფად იქნება გადალახული კორონავირუსის პრობლემა
15:00 12.03.2020
მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების შედეგები, ბუნებრივია, აისახება გლობალურად ეკონომიკაზე, ვაჭრობასა და საფინანსო ბაზრებზე. როგორც იცით, გუშინ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა. ვფიქრობ, ყველანი დავრწმუნდით, რაოდენ სენსიტიურია ჩვენი ვალუტა, გაცვლითი კურსი და ზოგადად ფინანსური ბაზარი სხვადასხვა სახის მოლოდინების მიმართ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ლარი არ არის რეგიონში ერთადერთი ვალუტა, რომელიც უფასურდება შექმნილი ვითარების ფონზე. ნათია თურნავას განცხადებით, თუ ჩვენს რეგიონს გადავხედავთ, რუსული რუბლი 17%-ით გაუფასურდა, რაზეც გავლენა იქონია სანავთობო ბაზარზე შექმნილმა ვითარებამ, ასევე ამ ეტაპისთვის 3%-ით გაუფასურდა თურქული ლირა.

„შესაბამისად, ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ეტაპზე ეს არის პირველ რიგში, ნეგატიური მოლოდინების გარკვეულწილად, სპეკულატიური მოკლევადიანი ზეგავლენა. რა თქმა უნდა, ნეგატიურ მოლოდინებს აქვს თავისი საფუძველი, რადგან მსოფლიოში პანდემიაა გამოცხადებული. თუმცა, ისევ და ისევ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად სწრაფად იქნება გადალახული კორონავირუსის პრობლემა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, თუ კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მზადყოფნასა და მზაობაზე ვისაუბრებთ, საქართველო ამ გამოწვევას ძალიან მყარი და ჯანსაღი ეკონომიკით ხვდება.

„იანვრის შედეგებს შეგახსენებთ - უპრეცედენტო 19 პროცენტით გაიზარდა ტურიზმი, მზარდი იყო ექსპორტის მაჩვენებლებიც. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ დინამიკა დაიკლებს და თებერვალში უკვე იყო ტურისტების კლება. მაგრამ უნდა ითქვას, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, ეს იყო ჩვენი ერთობლივი, შეთანხმებული, თუმცა დროებითი პოლიტიკის შედეგი. ასე რომ, ეს არის ფაქტორი, რომელიც დღეს ობიექტურად ზემოქმედებს, რადგან ტურიზმიდან შემოსავალმა იკლო, მაგრამ ამაზე ძალიან კარგი პასუხი იქნება ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ვფიქრობთ, გარკვეულ ოპტიმიზმსა და სიმყარეს შემატებს ბიზნეს მოლოდინებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა