logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: 100 წიაღისეულიდან აუქციონზე 60 ობიექტი მაღალი კონკურენციით გაიყიდა, რაც ნიშნავს, რომ ბიზნესი კორონავირუსთან დაკავშირებით ჩვენს კოორდინირებულ ქმედებებს ენდობა
ნათია თურნავა: 100 წიაღისეულიდან აუქციონზე 60 ობიექტი მაღალი კონკურენციით გაიყიდა, რაც ნიშნავს, რომ ბიზნესი კორონავირუსთან დაკავშირებით ჩვენს კოორდინირებულ ქმედებებს ენდობა
14:44 12.03.2020
კამპანიის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში აუქციონზე გამოტანილი 100 წიაღისეულის ობიექტიდან 60 წარმატებით გაიყიდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, აუქციონზე გამოტანილი ობიექტები საკმაოდ მაღალი კონკურენციის პირობებში გასხვისდა.

„მიუხედავად კორონავირუსის გამო არსებული გლობალური გამოწვევისა, რომელიც გარკვეულ შეფერხებას იწვევს ბიზნესშიც და ჩვენშიც, გუშინ საკმაოდ წარმატებით დავასრულეთ კამპანია „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში 100 წიაღისეულის აუქციონი. 100 ობიექტიდან 60 საკმაოდ მაღალი კონკურენციის გამოვლენით გავყიდეთ, გავასხვისეთ ბიზნესზე“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ინვესტორები შემოვიდნენ 60 სხვადასხვა საბადოზე, აიღეს მინიმუმ 20 მლნ ლარის ინვესტიციის ვალდებულება, რომელიც ჩაიდება როგორც წიაღის მოპოვებაში, ისე მის გადამუშავებაში. ამასთან, მინისტრის განცხადებით, „ეს არის მინიმალური ვალდებულება, რეალური ინვესტიცია და ვალდებულება, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, უფრო მაღალი იქნება“.

აღსანიშნავია, რომ წიაღისეულის 60 ობიექტის პრივატიზების შედეგად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 1800-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, დასაქმედება ადგილობრივი მოსახლეობა.

ამასთან, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, აუქციონის შედეგები მნიშვნელოვანია დღეს, კორონავირუსთან ბრძოლის კონტექსტში. „ჩვენ გვაქვს მაინც ოპტიმისტური მოლოდინი, ბიზნესსაც აქვს გარკვეული რწმენა, რომ ეს არის დროებითი პრობლემა, რომელიც ადრე თუ გვიან გადალახული იქნება. ბიზნესი ენდობა ჩვენს კოორდინირებულ მოქმედებებს კორონავირუსთან ბრძოლის და პრევენციის თვალსაზრისით და სწორედ ამის ნიშანია ის მაღალი ინტერესი, რაც მათ გუშინ გამოავლინეს წიაღისეულის აუქციონის მიმართ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

100 წიაღისეულის აუქციონი მომავალშიც გაგრძელდება - საპრივატიზაციო სია ახალი უკვე ობიექტებით შეივსება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა