logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: მზად ვართ, ბიზნესს სტიმულირების კომპლექსური გეგმა შევთავაზოთ
ნათია თურნავა: მზად ვართ, ბიზნესს სტიმულირების კომპლექსური გეგმა შევთავაზოთ
12:22 12.03.2020
„პრემიერ-მინისტრმა დღეს ეკონომიკურ გუნდს დაგვავალა, დღის ბოლომდე შევიმუშავოთ ბიზნესის სტიმულირების ერთიანი კომპლექსური გეგმა. გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს და დღის ბოლომდე მას დავხვეწთ. ყველაფერი დაიწყო ტურიზმის ინდუსტრიის წახალისების ღონისძიებებზე მუშაობით, მაგრამ, კორონავირუსთან დაკავშირებული გლობალური გამოწვევიდან გამომდინარე, მზად ვართ, უფრო კომპლექსური გეგმა შევთავაზოთ ეკონომიკას და ბიზნესს. გეგმა არ მოიცავს მხოლოდ ტურიზმს, არამედ შეეხება ზოგადად ბიზნესის სტიმულირებას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის განცხადებით, ბიზნესის სტიმულირების სამოქმედო გეგმა საჯარო რამდენიმე დღეში გახდება. მისი თქმით, გეგმაში ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი ტურიზმის ინდუსტრიას შეეხება.

„ტურიზმი, ფაქტობრივად, ფრონტის ხაზზე მყოფი ინდუსტრიაა. ის ზარალდება სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ შეგნებულად მივმართავთ იზოლაციას, რათა დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა და სხვათა შორის, მომავალი ტურისტებიც იმისგან, რომ საქართველო არ გახდეს ვირუსის საკმაოდ მაღალი გავრცელების კერა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კვლავ დავრჩეთ უსაფრთხო ქვეყანა და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც განვიმტკიცოთ უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი,“ - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, მსოფლიო კონსოლიდირებულია კორონავირუსის გლობალური პრობლემის მოსაგვარებლად.

„დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივად ჩვენ გადავლახავთ ან შევარბილებთ ამ გამოწვევას. რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოხდება კორონავირუსთან დაკავშირებული გლობალური პრობლემის გადალახვა მთლიანად მსოფლიოში. საჭიროება გვიჩვენებს, რომ ჩვენ წინმსწრებად, სანამ სერიოზული ზეგავლენა მოხდება ჩვენს ეკონომიკაზე, დავიწყოთ ზრუნვა ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებებზე; ზრუნვა ბიზნესზე; ზრუნვა დასაქმებაზე. სწორედ ამ სულისკვეთებით იქნება განმსჭვალული გეგმა, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ საზოგადოებას და ბიზნესს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა