logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
იოსებ არჩვაძე: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრუქტურა  და რეინვესტიცია საქართველოს მიმართ ინვესტორთა ნდობას ადასტურებს
იოსებ არჩვაძე: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრუქტურა და რეინვესტიცია საქართველოს მიმართ ინვესტორთა ნდობას ადასტურებს
13:45 10.03.2020
„ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა, ხატოვნად რომ ვთქვათ, „სამ ვეშაპზე“ დგას. ესენია: ა) მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რომლის გარეშეც უცხოური კაპიტალი ახლოსაც არ გაეკარება ქვეყანას; ბ) სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირება სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფის მხრივ და გ) დროისა და გამოწვევებისადმი ადეკვატური რეაგირება და შესაბამისი ეკონომიკური რეფორმები. ეს სამი კომპონენტი აყალიბებს საქართველოს იმ „სავაჭრო მარკას“, რომელიც შემდეგ ქვეყნის საერთაშორისო რეიტინგებში აისახება და პოზიტიურ ფონს ქმნის ინვესტორების ნდობის ამაღლებასა და ჩვენს ქვეყანასთან საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის,“ - ასე აფასებს ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკას 2019 წლისთვის.


ექსპერტის შეფასებით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ ნამდვილად არ დატოვა ურიგო შთაბეჭდილება. მისი სიდიდე 2-ჯერ და მეტად (102.9%-ით) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და 13.1%-ით - 2019 წლის წინა სამი კვარტლის საშუალო მაჩვენებელს. აღნიშნულის ხარჯზე 2019 წლის ინვესტიციების მოცულობამ წინა წლის მაჩვენებელს 0.2 პუნქტით გადაასწრო. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თანაფარდობამ ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან, წინასწარი შეფასებით, 2019 წელს 7.3 პროცენტი შეადგინა, რაც 0.1 პუნქტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს (2018 წ. – 7.2%).

იოსებ არჩვაძის განცხადებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრუქტურა მისი კომპონენტების მიხედვით ადასტურებს ინვესტორთა საქართველოსთან საქმიანი ურთიერთობების გრძელვადიანი გეგმების არსებობას. ბოლო ოთხი წელიწადია, რეინვესტირების წილს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში მკაფიოდ ჩამოყალიბებული ზრდის ტენდენცია ახასიათებთ. მან ასევე გაამახვილა ყურადღება რეინვესტირებაზეც, რომლის წილი 2015 წლის 9.1 პროცენტიდან გავლილ პერიოდში თითქმის ოთხი ათეული პუნქტით გაიზარდა და 2019 წლისთვის ამგვარი ინვესტიციების თითქმის ნახევარს (48.3%) მიაღწია. შედარებისათვის: რეინვესტირების წილი წინა ხუთი წლის განმავლობაში (2013-2018 წწ.) პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში საშუალოდ მხოლოდ 21.9 პროცენტს შეადგენდა.

უცხოური ინვესტიციები წარმოდგენილია ეროვნული ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროში, ამასთან მათი ყველაზე მაღალი წილი მოდის საფინანსო სექტორზე (20.7%), შემდეგ მოდიან ენერგეტიკა (15.3%), მრეწველობა (13.5%), სასტუმროები და რესტორნები (12.4%), მშენებლობა (9.3%). 2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა კავშირგაბმულობის, სასტუმროების და რესტორნების და ენერგეტიკის სექტორებში, აგრეთვე სოფლის მეურნეობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის და ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების სექტორში.

ექსპერტის განცხადებით, ინვესტიციების მეტ-ნაკლებად თანაბარი განაწილება ეკონომიკის ინდუსტრიულ და მომსახურების სექტორებზე ადასტურებს არა მარტო საქართველოს ეკონომიკის პერსპექტიულობას და ბიზნეს-მიმზიდველობას, არამედ მისი მდგრადი განვითარების ერთერთი მგრძნობიარე ინდიკატორიცაა.

„ამასთან, ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის, მისი ხელისუფლებისა და ბიზნესის უახლესი წლების სტრატეგიული ამოცანა ინვესტიციების მოზიდვის მხრივ იქნება ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა, ცოდნისა და ტექნოლოგიების ისეთი ტრანსფერის მისაღწევად, რომლებიც მაღალი დამატებული ღირებულების იქნებიან და ამით ხელს შეუწყობენ წმინდა ექსპორტით განპირობებული ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას და საგარეო მოწყვლადობის შემცირებას"-აცხადებს ექსპერტი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა