logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: კორონავირუსის ეკონომიკური ეფექტის შესარბილებლად მივიღებთ როგორც ფისკალურ, ასევე მონეტარულ გადაწყვეტილებებს
ივანე მაჭავარიანი: კორონავირუსის ეკონომიკური ეფექტის შესარბილებლად მივიღებთ როგორც ფისკალურ, ასევე მონეტარულ გადაწყვეტილებებს
17:02 06.03.2020
„კორონავირუსის ეკონომიკური ეფექტის შესარბილებლად მივიღებთ როგორც ფისკალურ, ასევე, მონეტარულ გადაწყვეტილებებს“,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, არსებული პროგნოზით 2020 წელს კორონავირუსს გავლენა ექნება გლობალურ ეკონომიკურ ზრდაზე.

„OECD-ის ოპტიმისტური სცენარით, კორონავიურსს მსოფლიო ეკონომიკურ ზრდაზე 0.5 პროცენტული პუნქტი გავლენა ექნება, ხოლო თუ ვირუსმა უფრო პანდემიური ხასიათი შეიძინა, მაშინ ისინი ვარაუდობენ, რომ მსოფლიო ეკონომიკური ზრდა 1.5% შენელდება. ჩვენც ვფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოს ეკონომიკაზე. ჩვენს შემთხვევაში, გადმოცემის მექანიზმი საკმაოდ მძლავრია, იმიტომ, რომ პირველი, რაც ხდება და რაც ნელდება, არის მიმოსვლა და ტურიზმი. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდში გაუქმდა ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრები და გადაწყდა, რომ მხოლოდ ვიდეო კონფერენციებით მოხდება ჩართვები. სწორედ გლობალურად მიმოსვლის შენელებიდან გამომდინარე, ჩვენზე ეკონომიკური ხასიათის რისკები იზრდება, რადგან ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება და სექტორი არის ტურიზმი“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ეროვნულ ბანკთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ეკონომიკური ეფექტის შესარბილებლად.

„რისკფაქტორი გვეზრდება, რადგან იცით, რომ ჩვენი ეკონომიკის წამყვანი სექტორი და მიმართულება ტურიზმია. ჩვენ ეროვნულ ბანკთან და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად გავდივართ ამ საკითხებს, ვაკეთებთ სხვადასხვა ტიპის სტრეს ტესტებს. შესაბამისად, იმისდა მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ჩვენ გვექნება როგორც მონეტარული, ასევე ფისკალური პასუხი სტიმულირების კუთხით. ასევე იცით, რომ მსოფლიო ბანკმა და სავალუტო ფონდმა განაცხადეს, რომ მზად არიან გამოყონ მსხვილი თანხები. 50 მილიარდი დოლარი უკვე გამოყოფილია იმ ქვეყნების დახმარებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდებიან. იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყნების რიგში არ მოვხვდებით. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ პარტნიორებთან. მათთან რეკომენდაციებით მივიღებთ ფისკალურ და მონეტარულ გადაწყვეტილებებს, რითიც ვეცდებით, რომ შევარბილოთ ის ეკონომიკური დარტყმა, რაც შეიძლება ამ ვირუსს ჩვენს ეკონომიკაზე ჰქონდეს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა